Digest Logo

🎥 „ზურგიდან მიეპარა, მაგრად მოუჭირა თავისი დიდი „ტორები“, აკოცა და ხელს აღარ უშვებდა...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

1682675833
ლევან კბილაშვილის დედა

21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე ხშირად წერს შვილის შესახებ. 

ამჯერად ის იმ დღეს იხსენებს, როდესაც შვილთან ერთად ბედნიერი იყო, ლევანის მეგობრის დაბადების დღეზე. 

„27 აპრილი - ასე მიულოცა დაბადების დღე შაკოს  ბოლოს ზურგიდან მიეპარა, მაგრად მოუჭირა თავისი დიდი“ ტორები”, აკოცა და ხელს აღარ უშვებდა. მეორე დილას დავრეკე მოსაკითხად შაკოსთან და თაკომ მითხრა საავადმყოფოში ვართ შაკოს ძლიერი ტკივილი ჰქონდა მთელი ღამე ზურგისო, ლევანიკოს ეძინა, შევვარდი ოთახში და დავუყვირე, ყველაფერი რომ უცნაური იცი მგონი შაკოს ნეკნები გაუტეხე ცუდად არი-თქო, ჯერ ვერ გაიაზრა რას ვეუბნებოდი, მერე უცებ წამოხტა და წავედით საავადმყოფოში.

შარშან, ამ დღეს, ამ დროს. როგორც დასჯილი ბავშვი - თავისი განუყრელ „ტროსტზე“ თავჩამოდებული იჯდა და ელოდებოდა პასუხს, რომ გვითხრეს არაფერი აქვს გატეხილიო, თვალზე ცრემლები მოადგა და როგორც იცოდა გვერდზე გაიცინა უუფ-ო ამოისუნთქა. 

ასეთი უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი  ასეთი უსაზღვროდ ტკივილიანი იყო გუშინდელი დღე დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი იყო ჩუმად, უშენოდ, უსიმღეროდ მაგრამ მაინც შენთან ერთად გავატარეთ.  შაკო დედი მიყვარხართ “, - წერს მელიტა ფურცელაძე.

 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც გავიგე რომ...“ - რატომ დაიხატა ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანას ტატუ

🎥 „უნამუსოებო, როგორ არ გაგახსენდათ ეკა კვალიაშვილი და არ დამირეკეთ... როგორ პატივსაც მე მცემენ, მეც ისეთ პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველას“ - ეკა კვალიაშვილი

🔵„მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ, გადააშეარეთ“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს