26 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მამუკა ონაშვილისა და ზურა დოიჯაშვილის მონატრების საღამო გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები ირმა სოხაძე და ნუგზარ კვაშალი იყვნენ.
საღამოზე ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. თუმცა ამ ვარსკვლავებს შორის არ იყო ეკა კვალიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„შედგა ჩემი ბიჭების, მეგობრების - ჩემი მამუკა ონაშვილისა და ჩემი ზურა დოიჯაშვილის ხსოვნის საღამო. ჩვენ ერთი თაობის მომღერლები ვართ, წლებია ერთად მოვდივართ, უახლოესი მეგობრები ვიყავით და მე მათი მონატრების კონცერტზე არ დამიძახეს.
კონცერტი მიჰყავდა კვაშალს და ირმა სოხაძეს. პროდიუსერს დავურეკე. რაც არ უნდა მითხრას, ვერ დამაჯერებს. ვინც დარეკა, მონაწილეობა მიაღებინესო. არა! არავის არ უთქვამს, რომ კონცერტი ტარდებოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს არასდროს დასრულდა. იცით, რა ვერ გავიგე? სიმღერას მიწუნებს ვინმე, ოჯახის შვილობას თუ გარეგნობას? კონცერტზე ეძახიან ვიღაცებს, მართლა "ვიღაცებს", რომლებიც 2000 წლიდან მოვიდნენ. ჩვენ 80-იანი წლებიდან მოვდივართ.
აი, მე რატომ უნდა დავრეკო? როდესაც არ ვიცი, რომ კონცერტი ტარდება, ხსოვნის საღამო ტარდება, რანაირად უნდა დამერეკა?! კონცერტზე მიმაწებეთ გეხვეწებით-მეთქი, დამერეკა? თავიდანვე რატომ არ უნდა ჰქონდეთ ტვინში ჩადებული, რომ ისეთი მომღერალი, როგორიც მე ვარ, კონცერტზე უნდა დაპატიჟო? თუ ბოროტი არ ხარ და ამას სპეციალურად არ შვრები?! რომ გამეგო კონცერტი ტარდებოდა, კაცმა არ იცის, დავრეკავდი თუ არა. ალბათ, დავრეკავდი იმიტომ, რომ ჩემი ბიჭების ხსოვნის საღამო ტარდებოდა“, - ეკა კვალიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი
🔵„მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ, გადააშეარეთ“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს