
2024 წელის, 17 თებერვალს UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია ამავე დივიზონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა და ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. იგი პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მოიგო.
ამასთან დაკავშირებით, იგი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს, სადაც პრიზს უმღერის და იუბილეს საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი 2024 წლის 26 ოქტომბერს შეინარჩუნა. აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.
ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და ჰოლოუეი მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.
მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით სძლია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: