Digest Logo

„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს“ - ხატია სიჭინავა

1772016953
 ხატია სიჭინავა

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავასა და სპორტსმენი რამაზ ნოძაძის ოჯახი უკვე 15 წელია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, წყვილს 4 შვილი ჰყავს.

ხატია ყოველთვის ახერხებს იყოს ყურადღების ცენტრში და წლებია იგი პოპულარობას არ კარგავს. 

მეუღლესთან ურთიერთობაზე, 15 წლიან სიყვარულზე და ეჭვიანობაზე ხატიამ გადაცემა „სარკასტიკაში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი და რამაზის ურთიერთობა სრულ ნდობაზეა დამყარებული.

„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს. არც თვითონ არ იხედება ჩემს ტელეფონში. ეს არის 100 %-იანი ნდობა. ეჭვი ისეთი რამეა, ერთხელ თუ გაჩნდა მერე ძალიან ძნელია, დაგინგრევს მთელ ფსიქიკას და ურთიერთობას.

მე არ ვაძლევ საშუალებას არაფერს და არავის, რომ ჩვენი ბალანსი და ურთიერთობა დაარღვიოს...

მარტო თქვენ კი არა, ნახევარ საქართველოს უნდა ჩვენი ურთიერთობის დანგრევა და წიოკი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებით კიდევ ბევრი წელი“, - თქვა ხატია სიჭინავამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან

🎥 ქეთა თოფურიას ახალი იმიჯი - „რას ფიქრობთ ამ შედეგზე?“

⭕„მოერიდეთ პროვოკაციებს, გარშემო შეიძლება იყოს ჭორები, ინტრიგები ან უსამართლო კრიტიკა“ - 25 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი