ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს და მრევლს მოუწოდებს ილოცონ მასზე.
მან ასევე განაცხადა, რომ 20 წლის თავადაც ცუდად იყო, თუმცა უწმინდესი მას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
„ყველამ უნდა ილოცოს, მოძღვრებმა, ეპისკოპოსებმა და მრევლს მოვუწოდებ ილოცოს ყველამ.
20 წლის წინ მეც ძალიან ცუდად ვიყავი, არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი. როცა უწმინდესი მოვიდა ჩემთან, წამოვდექი ფეხზე და უკვე 20 წელია კარგად ვარ. ყველაფერი კარგად იქნება, უნდა გვჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ - დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
⭕დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მდგომარეობაზე: „კუჭიდან სისხლდენა ინტენსიური იყო“