Digest Logo

„3 თვე დაუბანელი ვიჯექი, წლის დანახვა არ მინდოდა“ - რუსკა მაყაშვილი ორსულობისას მძიმე ტოქსიკოზს იხსენებს

1780310978
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი, რომელიც ორი შვილის დედაა, ორსულობის პერიოდს იხსენებს და იმ უცნაური ტოქსიკოზის შესახებ საუბრობს, რომელიც უფროს შვილზე, ილიაზე ორსულობისას ჰქონდა.

მისი თქმით, ტოქსიკოზი იმდენად სპეციფიკური ფორმით გამოვლინდა, რომ მთელი სამი თვის განმავლობაში წყალთან შეხება სასტიკად არ სიამოვნებდა და აბაზანაში შესვლას ვერ ახერხებდა.

ამ შემთხვევის შესახებ ტელეწამყვანმა გულახდილად ისაუბრა:

„ყველაფერი უცნაურობები მე უნდა დამემართოს. ორსულობის დროს ილიაზე ისეთი ტოქსიკოზი მქონდა... მაგალითად, ილიაზე რომ ვიყავი ორსულად ვერ ვბანაობდი, 3 თვე წლის დანახვა არ მინდოდა. ტკივილამდე არ შემეძლო აბაზანაში შესვლა, ბოლოს კონფლიქტები ხდებოდა. ისტერიკებს ვტეხავდი, რომ არ მინდოდა ბანაობა. სასტიკად არ მსიამოვნებდა წყლის შეხება. ეს პრობლემა მქონდა მხოლოდ ილიაზე, არსებობს ასეთი სახის ტოქსიკოზი და ვიჯექი 3 თვე დაუბანელი“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი. 

ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გასულ წელს, მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.

მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მოედანს მიღმა, სადაც ისინი უბრალოდ მამები არიან: ეროვნული ნაკრების წევრების უთბილესი ფოტოკოლაჟი შვილებთან ერთად

⭕„გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი და არ გაჩერდეთ!“- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„საინტერესო, საბედისწერო შეხვედრები და სასიყვარულო ურთიერთობები“ - ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი