მსახიობი ნანუკა გულუა „მადის აღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
პოდკასტში მან მეგობრების დაკარგვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით 34 წლამდე ეგონა, რომ მეგობრები ადამიანის ცხოვრებიდან არასოდეს იკარგებოდა.
„34 წლამდე მეგონა, რომ ყველა მეგობარი იდეალური იყო და ისინი ადამიანის ცხოვრებიდან არ იკარგებოდა - მქონდა ასეთი წარმოდგენა.
34 წლის დროს ჩემსა და ჩემს უახლოეს მეგობარს შორის გარდამტეხი რაღაც მოხდა, მე ფიზიკური ტკივილის გარდა დავდექი ზღვარზე დიაგნოზით, იმდენად ვინერვიულე ამ ყველაფერზე რომ ჩემს ორგანიზმს გაუარესება დაემართა.
ამ მეგობრული ურთიერთობის დანგრევის შემდეგ ეს ყველაფერი იმდენად დიდ ჭრილობა და ტკივილი მივიღე ამის მერე გამინელდა ამ საკითხთან დამოკიდებულება.
ამის შემდეგ მოხდა კიდევ რამდენიმე მეგობრის გაქრობა ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა ეს არ ყოფილა ტკივილის ხარჯზე, ალბათ სწორედ იმ პირველი მეგობართან დაშორების შემდეგ გამინელდა ეს გრძნობები. ნებისმიერი ადამიანის წასვლა შენი ცხოვრებიდან ტრაგედიად არ უნდა აღიქვა“, - ამბობს ნანუკა გულუა.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ‼️სიმართლე „მდნარი ყველის“ შესახებ: „ეს პროდუქტი ყველი არ არის!“