Digest Logo

4 ცოლი, გაჩერებული გული და სკანდალებით სავსე ცხოვრება - მიშა გომიაშვილის აქამდე უცნობი ამბები

1621590694
მშა

60 წლის პოპულარული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. 

უკვე წლებია, პროფესიიდან და საკმაოდ სკანდალური ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში. 

„დაიჯესტი“ მიხეილ გომიაშვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა და დღეს მის შესახებ გიამბობთ.

კარიერა

მიხეილ გომიაშვილი მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში დაიბადა. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ მამის კვალს გაჰყვა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.

გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე. 2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“. ის, ასევე, მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში: „ჰეფი ენდი“, „კურატორი“, „ყავა და ლუდი“ და სხვ.

მსახიობის ერთ-ერთი ყოფილი მეუღლე, ნანა ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილ ქმარზე საუბრობდა, სადაც მათი ქორწინების ამბავი გაიხსენა.

„ზაფხულში დედა აგარაკზე იყო წასული, მამა რექტორი იყო. მე და მიშა სამეფო თეატრში სპექტაკლს ვთამაშობდით, მთავარ როლებზე ვიყავით. ძალიან სპონტანურად მოხდა ეს ამბავი – ჩვენ წავედით და ხელი მოვაწერეთ. მმაჩის ბიუროდან გამოსვლისთანავე მიშას ვუთხარი, გიგასთან უნდა მივიდეთ, სხვისგან არ გაიგოსთქო.

მივედით უნივერსიტეტში, ცოტა მოშორებით დავჯექი – მე და მიშამ ხელი მოვაწერეთ-მეთქი ვუთხარი, რასო? მკითხა. ფიქრობდა, რომ რაღაც კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. გაგიჟდა, ანერვიულებულმა აიღო სიგარეტი მკლავ, მკლავ და ვერ მომკალიო. ვუთხარი, რომ დედას მისგან უნდა გაეგო, გული აუჩუყდა, ცრემლი მოერია. მთელ დუშეთს ეგონა, რომ მოვკვდი. რადგან ისეთი კივილი ისმოდა ნაზი დედაჩემისგან, თან ჩემს სახელს იძახდა, მეზობლები მოცვივდნენ, ეგონათ, რომ გარდავიცვალე. მიშას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება – არავის არასდროს ატყუებს. ერთად 2 წელზე ნაკლები ვიყავით.“- ამბობს მსახიობი.

ცოლები

მიშა გომიაშვილი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც რამდენჯერმე დაოჯახდა. მას ხშირად უთქვამს ინტერვიუებში, რომ საყვარელ ქალს არ ღალატობდა. როდესაც სიყვარული მთავრდებოდა, ამას გულწრფელად ამბობდა და მიდიოდა.

„კაცს ბედნიერებისთვის სჭირდება მხოლოდ ერთი რამ - უყვარდეს საყვარელ ქალს... მე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვუყვარვარ საყვარელ ქალს... სირთულე მხოლოდ ერთშია, ამ სიყვარულს გაფრთხილება უნდა, უნდა ეფოფინო, რომ ეს ცეცხლი სიყვარულის არ ჩაქრეს, თორემ მერე ამ ცეცხლს ვეღარ აანთებ!

გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ამ ღვთიურ ძალას. მოპოვება ადვილია, შენარჩუნება ძნელი... გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს! მხოლოდ სურვილი, გაფრთხილება, მოფერება და რაც მთავარია ერთგულება! კაცი, რომელიც საყვარელი ქალის ერთგული არაა, მაპატიეთ, მაგრამ ის კაცი არაკაცია და არაფრის ღირსი არაა. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ ყველგან და როცა გინდათ. თქვენი მიშა გომიაშვილი... აბა შეიძლება ასეთ ქალს უღალატო და მისი ერთგული არ იყო?“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიშა გომიაშვილი, ტელეკომპიანია „ფორმულას", გადაცემა „ყვითელ ყუთში“ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოფიციალურად, სამი, ან ოთხი ცოლი ჰყავდა, თორემ არაოფიციალურად ვისთანაც უცხოვრია, შეიძლება ათზე მეტი დაუთვალონ".

 

 

ინფარქტი

მსახიობმა გასულ წელს ინფარქტი გადაიტანა.

„ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი, ბევ­რი ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი (რაც ძა­ლი­ან მახა­რებს), მი­რე­კავს, მწერს, აინ­ტე­რე­სებთ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­გახ­სე­ნებთ: კო­რო­ნა­ვირუ­სი, ღვთის წყა­ლო­ბით, არ მაქვს! 2 კვი­რა ვი­წე­ქი „გუ­ლის” კლი­ნი­კა­ში, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბაც კი არ მომ­ცეს… ერთხელ გა­მი­ჩერ­და გული და იმ­დე­ნი დენი გა­ა­ტა­რეს ჩემ­ში, სა­ნამ არ ამი­მუ­შა­ვეს! ვი­წე­ქი დი­აგ­ნო­ზით: მი­ო­კარ­დი­უ­მის ქვე­მო კედ­ლის მწვა­ვე ტრან­სმუ­რუ­ლი ინ­ფარ­ქტი!

გა­მი­კე­თეს კო­რო­ნა­როგ­რა­ფია-ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა 1 წამ­ლით და­ფა­რუ­ლი სტენ­ტით. ახლა ვარ სახ­ლში, ცოტა სუს­ტად…”, – წერდა მსახიობი.

სკანდალები

60 წლის მსახიობის ცხოვრება სავსეა სკანდალებით. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩევა და საჯაროდ საკუთარი აზრის გამოხატვას არ ერიდება.

2020 წელს მიშა გომიაშვილმა რუსულ კომედიაში მთავარი როლი შეასრულა, რის გამოც ის საზოგადოებამ გააკრიტიკა.

ასევე, მსახიობმა ერთ-ერთ საჯარო პოსტში ბიძინა ივანიშვილს მიმართა, სადაც წერდა:

„ყველამ კარგად ვიცოდით, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშში მარტო ბინძური ხალხი მონაწილეობს… აი, ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ტელევიზიით დათა თუთაშხიას ვუცქერ…და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ასე არ არის…ამ თამაშში, ნებსით თუ უნებლიეთ, სულით სუფთა ადამიანებიც ერთვებიან, იმ სურვილით, რომ შეცვალონ რაღაც, სიკეთისკენ წაიყვანონ ქვეყნის და ერის ბედი… ასეთები არ არიან ცოტა, მაგრამ არ ჩანან….

რამე თუ უფრო მეტია მოწინააღმდეგენი სიკეთის, აფეთქებულები თავის კეთილდღეობის სურვილით, რომლებისთვისაც ქვეყანა კონსერვის ქარხანაა მხოლოდ და მეტი არაფერი… „თუ მოაქვს მოგება, კარგია, თუ არა და გავყიდოთ“… ასე მაფიქრალები სამწუხაროდ ბევრია დღეს და ამაშია ჩვენი უბედურება. ნუ ვეძებთ გარე მტერს, მგონი ყველაზე დიდი მტერი ჩვენშია. ჩვენს თავში… აქ ვეძიოთ ჩვენი მტერი, ჩვენს გულში და ჩვენ სულში, და იქნებ მოვახერხოთ იქვე მოვერიოთ ამ ყველაფერ,. რამხელა სიბრძნე დევს ამ ნაწარმოებში „დათა თუთაშხია“-ს ვგულისხმობ… (ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდეს ეს რომანი, მგონი ფილმიც არ უნახავთ). რაც დღეს ხდება… ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია… გვენგრევა თავზე ყველაფერი, თუ უკვე არ დაგვენგრა…

ბატონო ბიძინა, არ გეცოდებათ ქართველი ხალხი? საქართველო? თქვენ ხომ ის კაცი ხართ, რომელმაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სასწორზე დადეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი… რატომ გადაგვაგდეთ?…რატომ ჩაუგდეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების ბედი ვიღაც უვიცებს…თქვენ არა ერთხელ ბრძანეთ, რომ გლეხი კაცის ოჯახიდან ხართ, გლეხისა რომელიც მიწაზე შრომობდა, განა არ გასწავლათ მამათქვენმა, რომ სანამ ახალ, კეთილ თესლს ჩარგავთ მიწაში, სარეველა უნდა მოაცილოთ… ამოძირკვოთ… თუ არა და ეს სარეველა მოერევა და გაანადგურებს ყველაფერს ახალს, კეთილს. სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება ფუჭია… მახსოვს, თქვენ ბრძანეთ 1რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს“… დღეს არ არის ეს „უბდურება?. მეტი რაღა უნდა მოხდეს?… რაღას ელოდებით?“ – წერდა მსახიობი.

 

2 შვილი

გომიაშვილს ორი შვილი -  ნატალია და არჩილი ჰყავს. მსახიობის უფროსი შვილი - ნატალია პროფესიით ეკონომისტი და კინორეჟისორია. მსახიობობა არასდროს სურდა. ნატალიას დედა მსახიობი - ნინო კვიტატიანია, რომელიც გომიაშვილის პირველი მეუღლე გახლდათ.

ნატალია გამოცემა „რეპორტიორთან“ საუბრისას მშობლების ურთიერთობაზე საუბრობდა:

„დედა და მამა თეატრალურში ერთ ჯგუფში სწავლობდნენ. შემდეგ თეატრშიც ერთად  მოხვდნენ და იქ დაახლოვდნენ. რომ გითხრა, ჩემთან ოდესმე რომელიმეს მათი ურთიერთობის შესახებ უსაუბრია, ასე არაა. 11 წელი ცოლ-ქმარი იყვნენ. მერე მიშა წავიდა, სწორად ეგეც კი არ ვიცი. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან რბილად მოხდა, რადგან ცხრა წლის ვიყავი, როდესაც ბაბუასთან - არჩილ გომიაშვილთან მოსკოვში გამიშვეს. ამ სიტუაციას მომარიდეს. მამაჩემის გადაბარგებას არ შევსწრებივარ. დაახლოებით 2 თვის შემდეგ, როდესაც უკან ჩამომიყვანეს, მომხდარზე არაფერი ვიცოდი. დედამ დამსვა და ამიხსნა - მამაშენი სახლიდან წავიდაო, კიდევ რამეა-მეთქი და მეტი არაფერიო. გავიფიქრე,-„წავიდა და წავიდა". ამის შემდეგ  ეზოში ჩავედი, ჩემს მონატრებულ მეგობრებთან, უბნის ბავშვებთან თამაში დავიწყე. შესაძლოა, ესეც ერთგვარი პროტესტი იყო და ქვეცნობიერში განვიცადე კიდეც. არ მახსოვს. არც მიტირია და არც გამიცინია. შესაძლოა, საკუთარი პროტესტი „არ მადარდებს" პოზიციით გამოხატო“.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი მეუღლე და დანგრეული ოჯახი - ნანა ლორთქიფანიძის პირადი

🔘 ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე

🔘 ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს