Digest Logo

5 ქართველი სელებრითი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს

1625041919
ცნობილები

ცხოვრებაში უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ ვართ, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოულოდნელად სიკვდილის მსხვერპლი გახდეს.

თუმცა, არიან იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში უმართლებთ და შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეორედ იბადებიან. 

„დაიჯესტი“ დღეს 5 ქართველ ცნობილ ადამიანზე მოგიყვებათ, რომლებიც ყველაზე იღბლიანი ადამიანები არიან, მათ სიკვდილს თვალებში ჩახედეს და დღეს ცხოვრებას აგრძელებენ.

პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, რამდენიმე წლის წინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

როგორც თავად ამბობს, ჩაკეტილი სივრცისა და დაშვებული ფარდების შიში დღემდე გამოჰყვა.

„14-15 წლის ასაკიდან გულის სერიოზული პრობლემა მქონდა – წელიწადში ორჯერ მაინც, გულისცემა წუთში 300-მდე ადიოდა. ეს ძალიან ბევრია, ფაქტობრივად, გული სკდებოდა. არაერთხელ გამიჩერდა კიდეც, კომაც მქონდა და ოპერაციაც დამჭირდა. ინფარქტის წინაშე აღმოვჩნდი და ახლაც მაქვს შიში, დიდი ემოციის ფონზე ეს არ განმეორდეს.

ავარიისა და გულის ოპერაციის გარდა, დახრჩობასაც ვარ გადარჩენილი. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ცურვა არ ვიცოდი, ხრიკი მომიწყვეს, ხელი მკრეს და გემიდან გადამაგდეს. ვიძირებოდი, ვგრძნობდი ფსკერისკენ როგორ მივდიოდი, ვიხრჩობოდი. პრაქტიკულად განწირული ვიყავი. მამისტოლა კაცმა გადამარჩინა სიკვდილს. მთელი ცხოვრება გამომყვა ის გრძნობა და ძილშიც კი ხშირად ვიხრჩობოდი. ჩაკეტილი სივრცისა და დაშვებული ფარდების შიში ახლაც მაქვს, სულ მგონია, ვიხრჩობი და ვიგუდები,"- იხსენებს პეტრე კოლხი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ევა ბარბაქაძე

2016 წლის 26 მარტს, შორენა ბეგაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდა თავს. ევა საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადავარდა, გოგონას ხერხემალი დაუზიანდა, ასევე სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა.მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლავთ, როდესაც უბედურებას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში რამ­დე­ნი­მე ოპერაცია ჩაუტარდა.

ბედნიერ დასასრულს, წინ შორენას თავდაუზოგავი ზრუნვა, ევას წარმოუდგენელი სიმამაცე და მეგობრებისა და მთელი ქვეყნის გვერდით დგომა უძღოდა. ევამ ათობით უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და დღემდე გადის რეაბილიტაციას, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ანასტასია თოფურიძე

2010 წელს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ეკა კახიანის ქალიშვილი - ანასტასია თო­ფუ­რი­ძე. მას ბა­კუ­რი­ან­ში ბურანი დაეჯახა და თავის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

ოჯახ­მა ანას­ტა­სია დრო­უ­ლად მო­ა­თავ­სა კლი­ნი­კა­ში და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მისი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა მო­ხერ­ხდა.

ნიკა გრიგოლია

იუმორისტი ნიკა გრიგოლია სიკვდილს რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა.

„რამდენჯერმე სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. მაგალითად, ერთხელ, გზაზე მივდიოდი, მიწა ჩამოიშალა, ხრამში გადავვარდი და პატარა ხის ტოტს დავეკიდე. რომ არა ბედისწერა, 50-მეტრიან ხევში ჩავვარდებოდი, ვერ გადავრჩებოდი და ვერც მიპოვიდნენ.

ერთხელ კი, მანქანა დამეჯახა, მოტოციკლიდან ავვარდი და ჰაერში, 20 მეტრზე ვიფრინე. დიმა ობოლაძე იდგა აივანზე და იმას ჩავუფრინე. მეგობრებისთვის დაურეკავს: აივანზე ვიდექი, ნიკა გრიგოლიამ ჩამიფრინა, გეფიცებით, არაფერს ვეწეოდი, მარტო სიგარეტსო. მოკლედ, მიწაზე დავვარდი, ლავიწის ძვალი გავიტეხე, კანი გადავიტყავე და ჩაფხუტი რომ არ მხურებოდა, იქვე მოვკვდებოდი,“- ამბობს ნიკა გრიგოლია.

ლალი მოროშკინა

საკ­მა­ოდ ხიფათიანი ცხოვრება აქვს ჟურნალისტს და პიარ-ტექ­ნო­ლოგს ლალი მოროშკინას. ის სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ლალი მოროშკინა მცხეთის ხიდზე ავარიაში მოხვდა.

„ხიდ­ზე იყო ორმო, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მათ შო­რის ლერი ხა­ბე­ლო­ვის ძმა, თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლის მძღო­ლი და ჩემს მერე კი­დევ ორი გოგო. მხო­ლოდ ამის მერე ჩა­ა­ტა­რეს ამ ხიდ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. წვი­მის დროს ეს ორმო ივ­სე­ბო­და და მძღო­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბო­და. ჩა­ვარ­ტყი ორ­მო­ში, მოვსრი­ალ­დი. მო­ვა­ხერ­ხებ­დი, გა­ვა­ჩე­რებ­დი მან­ქა­ნას, მაგ­რამ წყლის ჭავ­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, მან­ქა­ნამ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს იყო ავა­რია და გახ­სნა "აირ­ბა­გი". ამან გამ­თი­შა, მარ­თვის უნა­რი დავ­კარ­გე და ხი­დი­დან გა­დავფრინ­დი. ვი­ღაც კაც­მა და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა", - იხ­სე­ნებს მო­როშ­კი­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტი, ავა­რი­ის შემ­დეგ, დიდ­ხანს გა­დი­ო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ახლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვარსკვლავური ომები: ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე