
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
ბიზნესმენ დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის მისამართით გამომწერებს ბევრი კითხვა აქვთ.
იგი სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერების შეკითხვებს პასუხობს, ერთ-ერთი კითხვა რომელიც ალექსანდრას დაუსვეს სწორედ დავით კოდუას ეხებოდა:
- როცა ასე გვახედებ შენს პირადში, დაშორების მიზეზიც უნდა გვითხრა. ცოლი?“
- მიყვარს ჩახედული რომ გგონიათ თავი. რა ცოლი შვილო, 6 წელი გავიდა და დავშორდი. აწი, სხვა გოგო ვუსურვოთ. ღირსეული, ყველას რომ მოგვეწონება.
ცნობისთვის, ალექსანდრას და დავით კოდუას ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: