რას ნიშნავს ტელეწამყვან გია ჯაჯანიძისთვის ფული - ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
როგორც ტელეწამყვანი საუბრობს, 12 წლიდან მოყოლებული საკუთარი ფული აქვს, მისი პირველი ხელფასი კი 7 კაპიკი იყო.
„ფული ჩემთვის მხოლოდ საარსებო წყაროა. საერთოდ არ მაქვს მოთხოვნილება, რომ მქონდეს განსაკუთრებული სიმდიდრე, ოქრო, ბრენდები, სახლები და ასე შემდეგ.
12 წლიდან მოყოლებული, ჩემი ფული მაქვს. ჩვენთან, ჭიათურაში, იყო ცეხი, სადაც ხის პატარა ფიცრებისგან ლიმონათების ყუთებს ამზადებდნენ. არდადეგებზე დავიწყე ამ ცეხში მუშაობა. ერთ ყუთში 7 კაპიკს მიხდიდნენ. მთელი სამი თვე ვიმუშავე. აზარტში ვიყავი: რაც უფრო მეტ ყუთს გავაკეთებდი, მით უფრო მეტ თანხას გამოვიმუშავებდი. ეს იყო ჩემი პირველი შემოსავალი. მახსოვს, რომ სასკოლო ფორმა ვიყიდე. მანამდე სულ გამონაცვალი მეცვა და მაშინ პირველად შევიძინე ახალი – ეს იყო ჩემი ავლა-დიდება.
ამის შემდეგ სულ ვშრომობდი, ბევრს ვმუშაობდი, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა. შრომა არასდროს მერიდებოდა. შეშა დამიწყვია ვიღაცისთვის და ფული გადაუხდიათ. მერე ჟურნალებსა და გაზეთებში ვმუშაობდი, ვწერდი, ასევე, ფოტოებს ვიღებდი და ვყიდდი რედაქციებზე.
ფულის სიყვარული კი არ მაქვს, მისი გამომუშავება მიყვარს. ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ მემუშავა. 65 წლის ვხდები და ჩემს ცხოვრებაში არ მქონია მომენტი, რომ დახმარება ან ფული მეთხოვა ვინმესთვის. ბანკიდანაც კი არ გამიტანია სესხი“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ყველაფერი“ - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თურქეთში უფროს შვილთან ერთად მოგზაურობენ
⭕„ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით“ - ნანული ლალიაშვილის პროგნოზი ახალ 2-წლიან ციკლზე