მომღერალმა და გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა ანრი ჯოხაძემ გადაცემაში წერილი წაიკითხა, რომელიც 14 წლის ანრის სახელით დაწერა.
მისი წერილი თანაწამყვანებისთვისაც და ანრისთვისაც ემოციური იყო.
„ახლა შეიძლება არც კი იცი, რამდენჯერ მოგიწევს იმის დამტკიცება, რომ რაღაც შეგიძლია, რამდენჯერ მოგიწევს მოსმენა, რომ სხვას არ გევხარ, რამდენჯერ გეტყვიან რომ სხვას არ გევხარ, შენ განსხვავებული ხარ მეამბოხე ხარ.
ახლა შეყვარებული ხარ ასე მახსოვს ეს ასაკი, პირველი სიყვარულია, რომელიც შენს მომავალს შეცვლის. მალე დაწერ სიმღერას „უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე“. შეგიყვარებს ათასობით ადამიანი, იმ ერთის გარდა.
ახლა ისეთი ასაკი გაქვს, არაფრის გეშინია დედის დაკარგვის გარდა. მე ეს შიში ახლახან გადავლახე დიდი ტკივილით, რომელიც არასოდეს მტოვებს და სულ თან დამყვება. დღეს კი მხოლოდ საკუთარი თავის დაკარგვის მეშინია...“, - ამბობს ანრი ჯოხაძე.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დაწერე ფურცელზე ყველაფერი და დაწვი...“ - 09.09-ის რიტუალი სურვილების ასასრულებლად
⭕შორენა ბეგაშვილი ყვითელ კაბაში პოზირებს – ნახეთ, ამჯერად სად მოგზაურობს მოდელი