Digest Logo

„ახლა უკეთესად გამოვიყურები, ვიდრე 20 წლის ასაკში“ - რას წერს ნათია ზარანდია პიროვნულ ბედნიერებასა და ჰარმონიაზე

1765788897
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია სოციალურ ქსელში გულწრფელ და შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ასაკზე, ბედნიერებასა და შინაგან სიმწიფეზე საუბრობს. მისი თქმით, 39 წლის ასაკი მის ცხოვრებაში საუკეთესო ეტაპია.

„ახალგაზრდა არ ვარ, ზრდასრული ვარ (39 წლის ვარ) და ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპია. ერთ დროს მეგონა, რომ საუკეთესო დრო წინ იყო. რომ ბედნიერება დაიწყება მაშინ, როცა იდეალურ წონაზე დავდგები, როცა ბევრ ფულს ვიშოვი ან როცა სტატუს შევიცვლი.

და მერე გავაცნობიერე, რომ საუკეთესო დრო უკვე დადგა. ახლა მე უკეთესად გამოვიყურები, ვიდრე 20 წლის ასაკში, არა იმიტომ რომ ნაკლები ნაოჭები მაქვს, არამედ იმიტომ რომ ჩემს თვალებში სინათლეა, ჰარმონია, თავდაჯერებულობა.

და ახლა მე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვიყავი, იმიტომ რომ მე არავის არ ვეძებ იმისთვის, რომ გამაბედნიეროს. მე უკვე თვითონ ვიცი როგორ ვიყო ამაღლებულ განწყობაზე.

ახლა ჩემი ურთიერთობები უფრო ღრმაა, უფრო თბილი, უფრო ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ვისწავლე სიყვარული შიშის გარეშე, თამაშის გარეშე, მიღებითა და პატივისცემით.

ეს ახალგაზრდობა არ არის, ეს ზრდასრულობაა და ეს არის ძალა, სინაზე, ქალურობა, რომელიც მხოლოდ გამოცდილებასთან ერთად მოდის. ეს ყველაზე ლამაზი დროა, როცა შენ საბოლოოდ ხდები ის, ვინც ხარ სინამდვილეში.

გრძნობ, რომ ახლა უკეთეს ფორმაში ხარ, ვიდრე 20 წლის ასაკში იყავი? რა არის საუკეთესო შენს ასაკში?“, - წერს მომღერალი ნათია ზარანდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისაც გათხოვება უნდა“ – რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს, გოგა მანიას რჩევები

🎥 „სამყაროდან მოდის უზარმაზარი ენერგია, ჩამოწერეთ რა გინდათ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში...“ - 15-21 დეკემბრის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელიგსან

⭕სასიამოვნო სიახლეები რომანტიკულ ურთიერთობებში, ფინანსური სარგებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - 15-21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის