Digest Logo

„აკრძალული არტისტის“ სტატუსი, პოლიტიკა, პატიმრობა - გია ბურჯანაძის პორტრეტი

1611820636
გია ბურჯანაძე

„მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!“

დიახ, ფილმში „თეთრი ბაირაღები“ ამ ლექსს ლიმონა დევდარიანი უკითხავს ნუნუ ექიმს... სწორედ ამ პერსონაჟის შექმის შემდეგ შეიყვარა მაყურებელმა მსახიობი. გია ბურჯანაძეს ხალხი „ლიმონას“ სახელით იცნობს.

დღეს, სწორედ „ლიმონას“ პორტრეტს დაგიხატავთ.


ბიოგრაფია

გია ბურჯანაძე დაიბადა 1961 წლის 3 მაისს, ქალაქ თბილისში. ახალგაზრდობაში კალათბურთელი იყო, ახალგაზრდული გუნდის კაპიტანიც გახლდათ, თუმცა მის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა. ერთხელ თეატრში წავიდა, სადაც სცენაზე გივი ბერიკაშვილი, სოფიკო ჭიაურელი და სხვა არტისტები ნახა. სწორედ აქედან დაიწყო სხვა სამყაროს აქღმა და გადაწყვიტა „მათნაირი“ გამხდარიყო. სწორედ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო არტისტი.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საწადელს ნამდვილად მიაღწია.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

თეატრალური ინსტიტუტი

„თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ქალ­ბა­ტო­ნი ლილი იო­სე­ლი­ა­ნი შემ­ხვდა, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, გამ­ზარ­და;

ჩემს მშობ­ლებს თით­ქმის წა­არ­თვა ჩემი თავი: ყვე­ლა­ნა­ი­რად მას­თან ვი­ყა­ვი, ის მზრდი­და არა მარ­ტო რო­გორც მსა­ხი­ობს, არა­მედ - რო­გორც პი­როვ­ნე­ბას. მა­საც ისე­თი­ვე თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, რო­გო­რიც სერ­გო "მას­წს".

დიდი მსა­ხი­ო­ბო­ბა, დიდი სპორ­ტსმე­ნო­ბა, დიდი ხე­ლო­ვა­ნო­ბა ხომ ღმერ­თის­გან მო­დის. სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, ყვე­ლა დიდი შე­მოქ­მე­დი გახ­დეს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე და კაცი იყო, ამას კი ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს. ლილი ფიქ­რს, სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვაჩ­ვევ­და, რად­გან თე­ატ­რი კო­ლექ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბაა და თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს.

რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. გვე­უბ­ნე­ბო­და, - სხვის კრი­ტი­კას კი ნუ მო­უნ­დე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი გა­აკ­რი­ტი­კე­თო. ლი­ლის­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბო­და და მთავ­რდე­ბო­და თე­ატ­რით.“

„თეთრი ბაირაღები“

„თეთრი ბაირაღების“ გადაღებები აგვისტოში დავიწყეთ, პაპანაქება სიცხე იყო. ძველი კინოსტუდიის პავილიონში აგვიშენეს ციხის „კამერა“, ჩავიკეტეთ და სამ თვეში გადაღებები უკვე დასრულებული იყო.

კინოთეატრებში ფილმის ჩვენება ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა.

გია ბურჯანაძემ ლიმონა დევდარიანის როლისთვის პრიზიც მიიღო – მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. ხანდახან მარტო წვალებაა ფილმზე მუშაობის პროცესი – წვალობს რეჟისორი, ან მსახიობი და არის დაუსრულებელი გოდება.

„თეთრ ბაირაღებზე“ ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით – მუშაობა ყველას გაგვიადვილდა და კარგადაც ვიმხიარულეთ.

ამ ფილ­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტის ერ­თად ყოფ­ნა აუ­ტა­ნე­ლია.

გული გა­გის­კდე­ბა, ამ­დენ ბუმ­ბე­რაზს რომ უყუ­რებ: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ლე­უ­შა ან­თა­ძე, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, თენ­გიზ მა­ი­სუ­რა­ძე და სხვე­ბი. ეს გი­გას ფე­ნო­მე­ნი იყო. ნი­ჭი­ე­რი რომ იყო, ამი­ტო­მაც გიჟ­დე­ბო­და ნი­ჭი­ერ ხალ­ხზე და კარ­გად ეხერ­ხე­ბო­და მათი ერ­თად თავ­მოყ­რა. არ­ტის­ტე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. რომ არა ფე­ხის პრობ­ლე­მა, ალ­ბათ მსგავ­სი არ­ტის­ტი მე­ო­რე არ გვე­ყო­ლე­ბო­და. ამ­დენ ნი­ჭი­ერს ჯერ "დათა თუ­თაშ­ხი­ა­ში" მო­უ­ყა­რა ერ­თად თავი, მერე - "თეთრ ბა­ი­რა­ღებ­ში". დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბიც და რე­ჟი­სო­რიც ნი­ჭი­ე­რია. შე­იძ­ლე­ბა, რამე მოხ­დეს და "და­ხო­ცონ" ერ­თმა­ნე­თი - ხან­და­ხან ეს ღმერ­თე­ბის შერ­კი­ნე­ბას ჰგავს, მაგ­რამ მათ­თან მუ­შა­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია.“

„სერ­გო მას­წი“

„ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს: ბი­ჭო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა და ე.წ. შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც იმ სამ ადა­მი­ან­ზე ვი­სა­უბ­რებ, რომ­ლებ­საც ჩემი გა­რე­მოც­ვი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, ჩემ კა­ცად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ბი­ჭო­ბის პე­რი­ოდ­ში კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი სერ­გო იშხნე­ლი გახ­ლდათ.

მა­შინ ის საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა - 28 წლის იყო, მაგ­რამ ჩვენ­თვის დიდ ავ­ტო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში სხვა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი "ჩა­ყა­რა". წეს­რიგს, ფიქ­რს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ერ­თმა­ნეთ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბას გვაჩ­ვევ­და.

გვე­უბ­ნე­ბო­და, - არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ნი დიდი სპორ­ტსმე­ნე­ბი გახ­დეთ, მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბა, ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და კა­ცე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო­თო. ეს თვი­სე­ბე­ბი სწო­რედ მან გა­აღ­ვი­ვა ჩემ­ში. ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, რაც კა­ლათ­ბურთს აღარ ვთა­მა­შობ, მაგ­რამ მის გვერ­დში დგო­მას დღე­საც ვგრძნობ და სხვა­თა შო­რის, ჩემი თა­ო­ბის კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბიც ზუს­ტად ასე არი­ან - ყვე­ლა­ფე­რი „სერ­გო მას­წის­გან“ მო­დის.


მე­გობ­რო­ბის ეტა­ლო­ნი

„შეგ­ნე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემ­ზე 38 წლით უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი მყავ­და - მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გოგი გე­ლო­ვა­ნი.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი დღე არ ყო­ფი­ლა, რომ უერ­თმა­ნე­თოდ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

შე­იძ­ლე­ბა, არ შევ­ხვედ­რო­დით, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­კი­თხავ­დით ერ­თმა­ნეთს.

სა­ოც­რად უყ­ვარ­და და აფა­სებ­და ქარ­თულ ფოლკ­ლორ­სა და ქარ­თულ სულს; სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის სიმ­ღე­რებს ეძებ­და, შემ­დეგ კი ას­წავ­ლი­და და დღეს თუ მსა­ხი­ო­ბე­ბი მღე­რი­ან, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. წინა თა­ო­ბებ­ში ამას მან­ველ აფხა­ი­ძე აკე­თებ­და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, მე­ო­რე კი გოგი იყო. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, სუფ­რის წე­სე­ბი - ყვე­ლა­ფერს მის­გან ვსწავ­ლობ­დით. ისიც იმა­ვეს ამ­ბობ­და, - როცა ადა­მი­ანს უნდა შეხ­ვდე, დაგ­ვი­ა­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!

„აკრძალული მსახიობი“

„მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩვენს თავ­ზე არ ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­ლებს რე­ჟი­სო­რე­ბი ანა­წი­ლე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­ტომ­ღაც, „აკ­რძა­ლუ­ლი მსა­ხი­ო­ბი“ ვი­ყა­ვი და ჩემი თე­ატ­რიც ამ აკ­რძალ­ვას ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

მხო­ლოდ თე­მურ ჩხე­ი­ძის ძველ სპექ­ტაკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჩვე­ნი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფე­ხის ხმას იყო აყო­ლი­ლი, „შავი სი­ე­ბით“ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სხვა თე­ატ­რებ­ში მიწ­ვე­ვით ვთა­მა­შობ­დი.

„პოლიტიკაში წასვლა“

„ამბობდნენ, გია პოლიტიკაში წავიდაო... უვი­ცე­ბი არი­ან. გია ბურ­ჯა­ნა­ძე რომ პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ფი­ლი­ყო, მი­ნის­ტრი ან დე­პუ­ტა­ტი იქ­ნე­ბო­და. ამას სა­მი­ვე მთავ­რო­ბა მთა­ვა­ზობ­და, მაგ­რამ უარი ვთქვი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად.

თე­ატ­რში ჩემ­ნა­ი­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტაა, რად­გა­ნაც ახალ თა­ო­ბას სა­თა­ნა­დოდ ვე­ღარ ზრდი­ან. კვი­რა­ში 2-3-ჯერ სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ, მო­ვიდ­ნენ და მნა­ხონ, აბა, რო­მე­ლი­მეს შე­უძ­ლია ასე მუ­შა­ო­ბა? პო­ლი­ტი­კა­ში თვი­თონ არი­ან.

მე პო­ლი­ტი­კა­ში კი არ ვარ, არა­მედ ვცხოვ­რობ ისე, რო­გორც სწო­რად მი­მაჩ­ნია.

როცა ქვე­ყა­ნას უჭირს, უკან და­ხე­ვა ღა­ლა­ტია. თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სათ­ქმე­ლი გაქვს და არ ამ­ბობ, ამას ვირ­თხო­ბა - ჰქვია, მე კი „კრი­სად“ არა­ვის გა­ვუზ­რდი­ვარ.

შე­მოქ­მე­დი ვარ და კა­ბი­ნეტ­ში გული გა­მის­კდე­ბა.“

დაპატიმრება

2011 წელს, თბილისში, პატიმრების მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას დააკავეს მსახიობი გია ბურჯანაძე. მასთან ერთად დააკავეს 4 სამოქალაქო აქტივისტი.

როგორც ცნობილია, დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თითოეულ მათგანს 400–ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

თბილისში, შურისმაძიებელმა დედამ 6 ადამიანი მოკლა - გასაიდულმლოებული ისტორია

ავადმყოფობა, „უმამობა“, „ექსტაზით სიკვდილი“, ძმასთან დაპირისპირება - მენრაბ ნინიძის პორტრეტი

23 წლის თბილისელმა გოგომ მშობლების მკვლელობისთვის შური იძია - გასაიდუმლოებული ისტორია