Digest Logo

🎥 „ამაზე ხმამაღლა არასდროს მისაუბრია...არაფრის ხალისი არ მქონდა“ - რუსკა ქარქაშაძე პოსტმშობიარობის დეპრესიაზე

1789022531
რუსკა ქარქაშაძე

პოპულარული ქართველი მსახიობი რუსკა ქარქაშაძე უკვე ორი შვილის ბედნიერი დედაა. მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეს, უფროსი ვაჟი – ზუკა და უმცროსი ქალიშვილი – თინათინი ჰყავთ.

რუსკა პოდკასტში „V ელემენტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა:

„ყველაფერი იდეალურად არ არის, რა თქმა უნდა. ზუკაზე მშობიარობის შემდეგ უფრო ცუდად ვიყავი და საკმაოდ დიდი ხანი. ამაზე ხმამაღლა არასდროს მისაუბრია, რადგან სულ სახლში ვიყავი. არსად გასვლა არ მინდოდა, მანამ სანამ ჩემ ფორმაში არ დავბრუნდებოდი. არაფრის ხალისი არ მქონდა და ტრავმებიც უფრო მეტი იყო.

ცუდად ვიყავი ფიზიკურადაც, რადგან პირველი მშობიარობა მარტივი არ არის. 13-14 საათი გრძელდებოდა. იყო იქ პატარა ტრავმები. შემდგომ პერიოდში მეხმარებოდა დედაჩემიც და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. საკმაოდ რთული პერიოდი იყო დაახლოებით თვე ნახევარი - ორი თვე. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი ჩემ ფორმას.

ახლაც არ ვარ საოცარ ფორმაში, რადგან ორი თვეა, რაც ვიმშობიარე. მაგრამ ახლა უფრო მომზადებული ვარ და ჩემ თავს დრო მივეცი. ვიცი, რომ ამ ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება“, - აღნიშნა რუსკა ქარქაშაძემ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by მეხუთე ელემენტი (@podcast.v.element)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც ორწლიანი კარმული გამოცდების შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება - ასტროლოგები ასახელებენ

⭕„ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საჩუქარი ამქვეყნად არის ადამიანი...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ საქართველოს 17 - წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა