
12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.
მაყაშვილის ეს განცხადება სოციალურ ქსელში და ყვითელ პრესაში განხილვის მთავარი თემა იყო.
ამჯერად, ნინუცა კვლავ „ფარული კონვერტის“ წლის შემაჯამებელ გადაცემაზე მივიდა, სადაც ასეთი რამ განაცხადა:
„ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით, არიან ადამიანები ვისაც ჰგონია, რომ მე ეს ყველაფერი ფულის გამო გავაკეთე „ძაან მიყვარხართ“...
ეს ყველაფერი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც მე მომწერა, რომ მიეცათ ძალა სახლიდან წამოსულიყვნენ.
აუცილებლად იგივეს გავაკეთებდი დროში რო დამაბრუნოთ, თუ კი ამით მე ერთი ადამიანის სიცოცხლეს მაინც შევცვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი არ არის მარტივი“ - ამბობს ნინუცა მაყაშვილი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵ღალატის გამო დანგრეული ოჯახები
🔵„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე