Digest Logo

ამბავი სიყვარულისა, ნაქირავებ სახლში ცხოვრება, ცემა, პატიმრობა და სხვა სკანდალები - ნიკა გვარამიას პირადი ამბები

1652786479
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ყველა ჩვენგანი იცნობს. მის სახელს არაერთი ხმაურიანი საქმე, თუ სკანდალი უკავშირდება. 

ის მუდმივად ახერხებს იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 

ამ სტატიაში „დაიჯესტმა“  ნიკა გვარამიას შესახებ გავრცელებული მნიშვნელოვანი სკანდალები და პირად ამბები  შეკრიბა. 

ვინ არის ნიკა გვარამია?

ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. 2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე. 2012 წლის 14 ნოემბრიდან 2019 წლის 18 ივლისამდე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მეწილე. 2022 წლის 16 მაისს გვარამიას 3,5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდენობით გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. მას ასევე ბრალი ედებოდა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი.

ნიკა გვარამიას ამბავი სიყვარულისა

გვარამიას ხელფასზე და ქონებაზე დიდი ლეგენდები დადის, თუმცა როგორც თავად „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს საკუთარი სახლიც არ აქვს და ნაქირავებში ცხოვრობს.

„ახლა ყველაზე დაბალი ხელფასი მაქვს, რაც კერძო სექტორში მუშაობისას მქონია. გეთანხმებით, საქართველოს მასშტაბით დიდი ხელფასია 20 ათასი დოლარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მასშტაბია პატარა. კერძო სახლის ყიდვას ნამდვილად არ ჰყოფნის ვერც ეს ხელფასი.

ახლა საერთოდ არ მაქვს სახლი. კრედიტში მაქვს ჩადებული სახლი, რომელიც ვერ დავასრულე, რადგან რემონტისთვის სახსრები არ მეყო. ამჟამად თეთრი კარკასია. ვფიქრობ, გავყიდო და ცოტა უფრო პატარა ვიყიდო, რადგან ვერ გავწვდი. თან ცოტანი არ ვართ, სამი შვილი მყავს და შესაბამისად, მინდა, ყველას თავისი საძინებელი ჰქონდეს.

კერძო სახლში ვარ გაზრდილი და მიყვარს. შერჩეულიც მქონდა ერთი სახლი, მაგრამ ვერ გავწვდი, გაიყიდა და ძალიან დამწყდა გული. ეზო ჩემი სოხუმის სახლისას ჰგავდა.

მე ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ჩემთვის არავის არაფერი დაუტოვებია. ისე მოხდა, რომ დედამ და მამამ რაც შექმნეს, სოხუმში დატოვეს.

პირველად რომ სახლი ვიყიდე, უკვე 30 წელს ვიყავი გადაცილებული. მანამდე ვაკეში, სტუდქალაქში ვცხოვრობდით და მერე – ნაქირავებში. ახლაც ნაქირავებში ვცხოვრობ. სალაპარაკო გახდა, თორემ ჩემი ხელფასი ლეგენდარული სულაც არ არის“, - ამბობს ნიკა გვარამია.

„რუსთავი 2“-დან წამოსული ნიკა გვარამია

2017 წლის ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი თე­მე­ბის რეი­ტინ­გში მოხ­ვდა ასე­ვე "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლე­ბის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი, რის გა­მოც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას ღიად და­უ­პი­რის­პირ­და.

23 მარტს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლებ­მა ძმებ­მა ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს კომ­პა­ნი­ის 40%-იან წი­ლის გა­და­ცე­მას სთა­ვა­ზობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ არ­ხის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და თქვა, რომ 40%-იანი წი­ლის დათ­მო­ბა საქ­მის ვი­თა­რე­ბას არ­სე­ბი­ტად არ ცვლი­და, რად­გან გა­დამ­წყვე­ტი ხმის უფ­ლე­ბა ისევ ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" დარ­ჩე­ბო­და. 24 მარტს, ძმებ­მა ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებ­მა ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ისი­ნი მზად იყ­ვნენ მი­ე­ცათ "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, ნიკა გვა­რა­მი­ამ ახა­ლი მო­თხოვ­ნა წა­მო­ა­ყე­ნა, რაც შუ­ა­მა­ვა­ლი შპს-ს შექ­მნას გუ­ლისხმობ­და, რო­მელ­შიც არ­ხის 20-დან 50-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­ვი­დო­და. ისი­ნი გა­და­ცე­მულ წი­ლებ­ზე იქ­ნე­ბოდ­ნენ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი. 

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "რუს­თა­ვი 2"-ში შიდა თათ­ბი­რი ჩა­ტარ­და, სა­დაც გა­და­წყდა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აირ­ჩე­ო­და წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნულ შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შიდა თათ­ბი­რის კად­რე­ბი ეთერ­ში გა­ვი­და. რო­გორც მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა, შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე ბევ­რმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, არ იცო­და იმის შე­სა­ხებ, რომ შეხ­ვედ­რა ტე­ლე­ე­თე­რით გა­და­ი­ცე­მო­და. ამას არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის ნა­წი­ლის მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა. უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა შო­რის იყ­ვნენ არ­ხის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ღიად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ნიკა გვა­რა­მი­ას.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კრი­ტი­კულ პოსტს ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტით­ვე უპა­სუ­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ცემა

2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიასა და უცნობ პირებს შორის ინციდენტი მოხდა. ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებელი აცხადებს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცხვირისა და თვალის არეში მიიღო დაზიანება.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მანდატურის სამსახურმა და პატრულმა სამი პირი ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა მათ ხელბორკილები არ ედოთ. 

ხმაურიანი დაპირისპირებები

ცნობილი ადამიანების დაპირისპირება არც თუ ისე გასაკვირი მოვლენაა ჩვენი რეალობისთვის, გამონაკლისი არც ნიკა გვარამიაა. 

ტელეწამყვანს უამრავ ადამიანთან ჰქონდა დაპირისპირება, რამდენიმე მათგანი წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს👇

🔵ნიკა გვარამია ტორესა მოსს და ლაშა ბუღაძეს დაუპირისპირდა

🔵ნიკა გვარამია და ვახო სანაია

მედიის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და “ტვ პირველის” ჟურნალისტი ვახო სანაია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ნიკა  გვარმია “ტვ პირველის” ჟურნალისტებისგან და წარმოამდგენლებისგან ითხოვდა ინოფრმაციას, იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა, ფიგურირებდა თუ არა ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას გვარები.

„რა კონტექსტში ითქვა, რომ გადაჭარბება ახასიათებს “ტვ პირველს”, რას ნიშნავს სიგნალები, ვისგან იყო ეს სიგნალები, იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა, ფიგურირებდა თუ არა ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას გვარები. ეს გვაინტერესებს და არა ის კუთხეებშემოთლილი ტექსტი, რომელიც თქვენ ბრძანეთ. წლის მოვლენა არის არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც არაფერი არ ეშველება, არამედ ის, თუ რა ხდება “ტვ პირველზე”, – მიმართა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ჟურნალისტებს.

ვახო სანაიამ კი გვარამიას დაკონკრეტება სთხოვა თუ კონკრეტულად რაში ხედავდა ის დანაშაულის ნიშნებს.

🔵„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მსახიობ დუტა სხირტლაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა. 

🔵ნიკა გვარამია და ლაშა ტალახაძე

ნიკა გვარამიამ ძალოსანი ლაშა ტალახაძე სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა და მას “არარაობა” უწოდა.

“გული მწყდება მსოფლიო რეკორდსმენზე, ლაშა ტალახაძეზე, რომელიც დასრულებულია ჩემთვის ამ კლიპის შემდეგ. მამაჩემიც რომ ყოფილიყო, ისიც დასრულდებოდა. აღარც მისი რეკორდები მაინტერესებს, აღარც მისი სპორტში წარმატებები. არც წარმატებას ვუსურვებ, აღარ არსებობს ის ჩემთვის. აბსოლუტურად ნულოვანია ჩემთვის, პირადად, ნიკა გვარამიასთვის.

ჯერ სამშობლო, ჯერ პატრიოტიზმი და მერე სპორტი და მიღწევები. ლაშა ტალახაძეს იმიტომ კი არ ვგულშემატკივრობ, რომ ლაშა ტალახაძეა და ვინმეა, იმიტომ, რომ ქართველია და ჩვენი სამშობლო უნდა ესახელებინა. ამის მერე, რატომ უნდა ვუგულშემატკივრო და ვინ არის საერთოდ ჩემთვის? არავინ, არარაობა. არასოდეს არ ვუგულშემატკივრებ, პირობას ვდებ და არც წარმატებას არ ვუსურვებ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მის ადგილზე სხვა უფრო ნიჭიერი სპორტსმენი აღიზრდება და იგი აღარ წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო პაექრობებში”, – განაცხადა გვარამიამ.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი

🔵როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი