დღეს, 4 ივნისს ანჯელინა ჯოლის დაბადების დღეა - ამერიკელი კინო ვარსკვლავი 49 წლის გახდა.
დასავლური გავლენიანი მედიის მიერ იგი ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალად, ხოლო მისი არა ეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ოსკარი.
მიუხედავად იმისა რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“. მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“, ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისთვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს.“
ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“, სადაც მან ვიდეოთამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“.
ანჯელინას პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერი გახლდათ, ხოლო მეორე მეუღლე ბილი ბობ თორნტონი იყო. 2014-2019 წლებში ჯოლი ქორწინებაში იყო მსახიობ ბრედ პიტთან, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შაილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე იგი თანამშრომლობს UNHCR-სთან.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: