Digest Logo

„გოჭი მყავდა პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბოლო დროს ხინკალმა გადაუსწრო“ - რას ჰყვება ავთანდილ ცქვიტინიძე საყვარელ კერძზე

1793972580
ავთანდილ ცქვიტინიძე

ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო. მან საყვარელ კერძებზე ისაუბრა და გაამხილა, რომ წლების განმავლობაში მისი ფავორიტი გოჭი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში პირველობა ხინკალს დაუთმო.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, საკვების მომზადებაზე მეტად მისი დაგემოვნება უყვარს. მიუხედავად ამისა, ყოფილა პერიოდი, როდესაც სამზარეულოში მეტი დროის გატარება და კერძების მომზადებაც სიამოვნებდა.

„ყველაზე მეტად ხინკალი მიყვარს. გოჭი მყავდა პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბოლო დროს პირველ ადგილზე ხინკალი დადგა. როგორც ჩანს, ასაკში ხინკალმა მითხრა, ჩემზე სჯობს გააკეთო აქცენტიო.

მე ის თაობა ვარ, რომელიც წესების მსხვერპლია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე. ხარ საზოგადოების მსხვერპლი - როგორ უნდა მოიქცე.

რაღაც პერიოდი, როდესაც უფრო მეტი დრო მქონდა, ხშირად ვამზადებდი საჭმელს, მაგრამ დაგემოვნება უფრო კომფორტულია ჩემთვის“, - ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მამამისმაც გვიან დაიწყო ლაპარაკი“, „ყველაფერი ესმის, არ ლაპარაკობს…“ - როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას?

⭕6 ნოემბერი ამიკო ჩოხარაძის დაბადების დღეა - იუმორისტი და მსახიობი 39 წლის გახდა

⭕ადამიანზე გავლენის მოხდენის 7 გზა: „ეს მარტივი ჟესტი ადამიანს აგრძნობინებს, რომ მისი ქცევა, სიტყვები თქვენთვის უმნიშვნელოა“

✕