ტელეწამყვანის და პროდიუსერის ნოე სულაბერიძის და მოდელის ჯანეტ ქერდიყოშვილისა ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, წყვილი ხშირად უზიარებს გამომწერებს თბილ კადრებს.
ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს რომ ანა სულაბერიძე პატარა დას ლილის ანბანის კითხვა ასწავლა.
ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.
წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და მათ სამი შვილი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ყველაფერი“ - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თურქეთში უფროს შვილთან ერთად მოგზაურობენ
⭕„ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით“ - ნანული ლალიაშვილის პროგნოზი ახალ 2-წლიან ციკლზე