მეტ გალა 2027-ის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, „არაჩვეულებრივი მოდა და ყოველდღიური პოეტიკა“ მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება სწორედ ამ თემატიკას მიეძღვნება.
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ახალი კონცეფცია მოდასა და ხელოვნებას შორის კავშირს იკვლევს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური სამოსი ხელოვნების ნიმუშად იქცეს.
მოწვეულ სტუმრებსა და წამყვან დიზაინერებს მოუწევთ ახლებურად და კრეატიულად წარადგინონ ისეთი სამოსი, როგორიცაა ჯინსები და სპორტული მაისურები. კრიტიკოსების შეფასებით, ეს თემა მუდის ინდუსტრიისთვის ერთგვარი გამოწვევაც იქნება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილ ხელოვნებას ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ნივთების გენიალურ სამოსად ქცევად შეუძლია.
ღონისძიება ტრადიციულად 2027 წლის მაისის პირველ ორშაბათს გაიმართება და მასში მსოფლიო შოუბიზნესის კინოსა და მოდის წამყვანი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕10 ნოემბერი: ძველი სცენარების გადაფასება და ახალი შესაძლებლობების მიღება - ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„მავნე ჩვევების მოშორება, განქორწინება, დასვენება...“ - 10 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?