ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს, სადაც განმარტავს, რომ ყოფილმა წყვილმა ურთიერთობა დაალაგა და დღესდღეობით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.
„არ ვუყვარდი ნიკას დედას და ამის გამო შეგვექმნა ოჯახში დიდი პრობლემები, მერე დედამისი მეც შემზიზღდა რადგან, როცა ადამიანი ბოროტად არის განწყობილი შენს მიმართ, შენ როგორ უნდა გიყვარდეს? მოკლედ ძალიან ძნელია, როცა საყვარელი ადამიანი ოჯახის წევს ეზიზღები.
მაშინ ორივე პატარა და გაუწონასწორებელი ბავშვები ვიყავით, დედამისმა კი ჩვენს შორის და ჩვენშიც გააღვივა აგრესია ნიკას სჯეროდა დედამისის როგორც ყველას გვჯერა ჩვენი მშობლის რაღაც დოზით. ერთმანეთი გადავიმტერეთ საკუთარი ბავშვობით და უსუსურობით ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას, ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ რადგან მეც და ნიკაც ვიყავით მისი ოჯახის და საზოგადოების მხვერპლები. რაც ჩემი ბრალიც იყო და მისი ბრალიც, რადგან ვიყავით პატარები ორივე წამოვეგეთ პროვოკაციას.
დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს.
დღეს მეც მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით. პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ“,- წერს ნეკა დოროყაშვილი.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ილია თოფურია ქართველ გულშემატკივარს შეხვდა
⭕მოღალატე კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
⭕„20 განსხვავებული ემოცია...“ - რა კადრებს აქვეყნებს ეკო ფანგანი?