Digest Logo

🎥 „არც ერთი მშობელი არ მყავს ცოცხალი და ბევრს ვნანობ მათთან მიმართებით“ - ანა კოშაძის ემოციური მიმართვა

1681461739
 ანა კოშაძე

რუსთავი2-ის გადაცემა „შუადღის“ ეთერში ერთ-ერთი სასაუბრო თემა თაობათა ურთიერთობები იყო. გადაცემის წამყვანებმა თემის შესახებ ემოციურადაც ისაუბრეს.

მაგალითად, ანა კოშაძემ გარდაცვლილი დედა გაიხსენა და  განაცხადა, რომ შვილები მშობლის წინაშე ხშირად ვცოდავთ.

🎥 თიკა ფაცაცია პირდაპირ ეთერში ატირდა - „ჩემი ბებია მეუბნებოდა დამირეკე და მომიკითხე, იმიტომ რომ, როცა შენც დაბერდები, მოგინდება, რომ შენმა შვილიშვილმა მოგიკითხოსო...“

„შვილები მშობლის წინაშე ხშირად ვცოდავთ, სამწუხაროდ. ხშირად გვგონია, რომ მშობლებს არ ესმით ჩვენი. არც ერთი მშობელი არ მყავს ცოცხალი და ბევრს ვნანობ მათთან მიმართებით. ვისურვებდი, რომ მათთან მეტი დრო გამეტარებინა. უბრალოდ, რაღაც მომენტში გგონია, რომ სულ შენ გვერდით იქნებიან. მათი დაკარგვის შემდეგ იწყება სინანული. მახსოვს, დედა სტატიებსა და ვიდეოებს რომ პოულობდა ინტერნეტში, ბმულებს მიგზავნიდა ხოლმე, რომ მეც მენახა და წამეკითხა, მე კი ყურადღების მიღმა ვატარებდი ხშირად. ისე მინდა, ეს შეტყობინება ახლა მოვიდეს. ყველაფერს წავიკითხავდი…“, - ამბობს ანა კოშაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეტლით არაფერი სრულდება, დამიჯერეთ, რომ იწყება“ - როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?