თამო ვაშალომიძე ცნობილი ქართველი ფოტომოდელი, მსახიობი, ბლოგერი და ბიზნესლედია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება თავდაპირველად თამამი ფოტოსესიებით და სამოდელო კარიერით მიიპყრო.
ამჯერად, იგი ახალ კადრებს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს.
„გოგოებო, არასდროს დაგავიწყდეთ ქალს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე თავად წარმოუდგენია. 🤍
იქნება დღეები, როცა დაიღლებით, როცა გული გეტკინებათ, როცა მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი ერთდროულად თქვენს წინააღმდეგ წავიდა. შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც იმედს გაგიცრუებენ, გაგიჭირდებათ, იტირებთ და შეიძლება საკუთარ თავსაც ჰკითხოთ რატომ მე?“
მაგრამ სწორედ ასეთ დროს არ უნდა გაჩერდეთ.
იარეთ წინ. თუნდაც ნელა, თუნდაც მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯით. იმიტომ, რომ არცერთი რთული პერიოდი არ გრძელდება სამუდამოდ. ყველაფერი გადის. ყველაფერი იცვლება. ყველაფერი თავის ადგილს პოულობს.
და ყველაზე მთავარი რაც არ უნდა გაგიკეთონ, ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი გული გააბოროტონ.
ერთ დღეს უკან მოიხედავთ და მიხვდებით, რამდენი რამ გადაიტანეთ, რამდენჯერ გეგონათ, რომ აღარ შეგეძლოთ და მაინც შეძელით.
არ დანებდეთ, ქალებო. თქვენში უზარმაზარი ძალაა.
დრო გადის, ტკივილი“, - წერს თამო ვაშალომიძე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხანმოკლე წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს