Digest Logo

„ბავშვი 2020 წლის შემდეგ არ უნახავს...მე მას ვაპატიე, მინდა, რომ ბედნიერი იყოს“ - ნეკა დოროყაშვილის ცნობილი ქორწინება და ხმაურიანი სასამართლო პროცესი

1732181230
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.

ამჯერად ნეკას ქართველი მაყურებელი ერთ-ერთ ქართულ სერიალშიც ხედავს, როგორც ჩანს მან სამსახიობო კარიერასაც მიჰყო ხელი. ამასთან ნეკას თქმით, მისი პირველი მუსიკალური ალბომიც მალე გამოვა.

მოდელი „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო, რომელმაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

რამდენი ხანი იყავი ბედნიერი ქორწინებაში?

ნეკა დოროყაშვილი: ალბათ, ქორწინებაში მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი ბედნიერი. არადა, თავიდან მეგონა, ცისფერთვალება პრინცს ვხვდებოდი. მალევე წინ სხვა ადამიანი და სხვა პრობლემები დამხვდა. ბოლოს მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი, როცა ჩემს ჯანმრთელობას შეექმნა პრობლემები და მივხვდი, რომ გარდავიცვლებოდი. ამ ურთიერთობის გადამრჩენელი მხოლოდ მე ვიყავი, ის კი დამანგრეველი იყო. არა უშავს, მე მას ვაპატიე, მინდა, რომ იყოს ბედნიერი, სადაცაა, როგორცაა. დღეს ჩვენ აღარანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. შვილთან დაკავშირებით რაიმეს გადაწყვეტა რომ დამჭირდეს, მას ვერ დავუკავშირდები. ბავშვი, ალბათ, 2020 წლის შემდეგ არ უნახავს.

იყო ამდენი გარჩევა, ამდენი სასამართლო და საბოლოოდ, შენ შენი პოზიცია მაინც ვერ დაამტკიცე…

მე ვფიქრობ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცე, ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა ვიქნებოდი უბედური ქალი, ვერ მოვისვენებდი. მე იმ ადამიანებთან დავამტკიცე ჩემი სიმართლე, ვინც საღად აზროვნებს. დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა, ჩემს ფინანსებზე, კაპიტალზე ზრუნვა, საკუთარი თავის რეალიზება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით...“ – თა­მაზ ლოხიშვილი ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე

🎥 ვის ელოდება სიურპრიზი და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი დაკვირვება? - 21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ „ვერ გამირკვევია რომელი უფრო მომწონს…თქვენ?“ – ლინდა კიკოლაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები