Digest Logo

„ბავშვი საერთოდ არ ლაპარაკობდა, დადუმდა... სამი შვილი გმირობაა და მე გმირი დედა ვერ ვიქნებოდი“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილზე და ორსულობაზე

1751975520
უკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგა შოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.

მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.

ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოშია და ჟურნალ „თბილისელებთან“ ორსულობაზე და შვილზე საუბრობს.

როგორც იგი ჰყვება, ორსულობას ამბავს მთელი ოთხი თვე მალავდა. თუმცა, ამას მიზეზი ჰქონდა.

„პირველი შვილი 28 წლის ასაკში გავაჩინე, ახლა 35 წლის ვარ და ოლივერი 7 წლის ხდება. სხვათა შორის, სანამ გავთხოვდებოდი, წარმომედგინა, რომ ორი შვილი მეყოლებოდა, რადგან ვფიქრობდი – ერთი შვილი კარგია, მაგრამ ცოდოა, დედმამიშვილი უნდა-მეთქი. სამი შვილი კი გმირობაა და მე გმირი დედა ვერ ვიქნებოდი. სამწუხაროდ, მეორე შვილზე რომ დავრჩი ორსულად, ორთვე-ნახევარში მომეშალა მუცელი. თან, მანამდე, ოვისთან დაკავშირებით იყო პრობლემა – საერთოდ არ ლაპარაკობდა. მე ქართულად ვესაუბრებოდი, ბენი ინგლისურად და ბავშვის თავში ისეთი საშინელი აჯაფსანდალი მოხდა, საერთოდ დადუმდა.

სანამ გაირკვა, რა ხდებოდა, ხან რა ვიფიქრეთ, ხან – რა.

აუტიზმზეც კი ვეჭვობდით და საბოლოოდ გაირკვა, რომ ბავშვის ტვინი ვერ აღიქვამდა ორ ენას, რომელზეც მშობლები ველაპარაკებოდით. წარმოიდგინეთ, დედისთვის როგორია, 4 წლის შვილს რომ ესაუბრები და ის შუშის თვალებით გიყურებს და კითხვაზე არ გპასუხობს. მოკლედ, როგორც კი ერთ ენაზე დავუწყეთ საუბარი, უცბად ალაპარაკდა გამართული წინადადებებით. ეს პერიოდი იმდენად სტრესულად გავიარე, ვამბობდი, მეორე შვილს საერთოდ არ გავაჩენ-მეთქი.

მეორე ორსულობა რომ წარუმატებელი იყო და მომეშალა, ძალიან კარგი ექიმები მყავდა და მითხრეს: რადგან ასე მოხდა, ალბათ ასე იყო საჭირო, ესე იგი, ბავშვს რაღაც აკლდა და პრობლემა იყოო. მათმა საუბარმა ჩემს ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედა და ვფიქრობდი: რა ყოჩაღი ვარ, როგორ არ განვიცადე ეს ამბავი მტკივნეულად-მეთქი.

აი, ახლა ერთი წლის მერე რომ დავორსულდი, ის წინა ამბავი ერთიანად დამეწია. შიში მქონდა, რომ მუცელი უნდა მომშლოდა. სულ მეშინოდა, ვაიმე, გული რატომ არ მერევა, ვაიმე, სუნებს მძაფრად რატომ ვერ აღვიქვამ და ასე შემდეგ. ცოტა გავაფრინე და მაქსიმუმამდე მივედი, მაგალითად, შაქარს არ ვიღებ, მხოლოდ ხილით – ბუნებრივი სახით. თან, არ ვამბობდი, რომ ორსულად ვიყავი, იმიტომ კი არა თვალი მეცემა-მეთქი, ამის არ მჯერა. უფრო იმიტომ ვმალავდი, რომ წინა ორსულობა რომ ვიზეიმე წინასწარ და მერე მომეშალა, არ მინდოდა, იგივე განმეცადა.

ახლა, უკვე მუცელი მაქვს და თან, ჩემები მეუბნებიან: საცაა იმშობიარებ და მერე ხომ არ უნდა თქვაო (იცინის). აღარ გამოდიოდა დამალვა“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რაღაც ჩამიყარეს...სავარაუდოდ ნარკოტიკით გამთიშეს“ - ფოტოგრაფის სახიფათო მოგზაურობა ეკვადორში, გიორგი ჯობავა პირველ კომენტარს აკეთებს!

🎥 „თათული, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს თურმე ცხვირწინ მყოლია“ - რას წერს მაკა ზამბახიძე

⭕🎥 „მონაწილეობას ულაპარაკოდ დავთანხმდი“ - თათული ედიშერაშვილის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე