Digest Logo

„ბევრჯერ ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ქილიკობენ ახალგაზრდები ხანში შესულ ადამიანებზე“ - მანანა თოდაძე

1727980724
მანანა თოდაძე

მომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკეს“ ასაკის შესახებ ესაუბრება.

„ბევრჯერ ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ქილიკობენ ახალგაზრდები ხანში შესულ ადამიანებზე. ბევრ ახალგაზრდას ავიწყდება, რომ თვითონაც შევლენ ასაკში და იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ არა უარესში…“, - ამბობს მანანა თოდაძე.

მომღერალი ასევე საუბრობს იმის შესახებაც, თუ როგორ უვლის თავს.

„მარტო გენეტიკა ვერ გიშველის, თუ არ მოუარე თავს. კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ძილს. კარგად თუ ვერ გამოვიძინე, თავს სრულყოფილად ვერ ვგრძნობ. წელიწადში ორჯერ მაინც ვიკეთებ მასაჟებს და როცა ვახერხებ, დავდივარ საცურაო აუზზე. დიეტის წინააღმდეგი ვარ. აწვალო საკუთარი ორგანიზმი? არავითარ შემთხვევაში. ფორმაში ყოფნისთვის სასურველია ცურვა…“, - ჰყვება მომღერალი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ქართული შოუბიზნესი არ მაინტერესებს... შოუბიზნესისთვის არ ვცოცხლობ, ვცოცხლობ ჩემი ოჯახისა და ბავშვებისთვის“ - თამო ვაშალომიძის მიმართვა

⭕„ვერ ვხდები ასეთი რამე რატო უნდა მოგინდეს...“ - ზურა ხაჩიძის პირველი კომენტარი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

⭕„პირადად გავიცანი და მივულოცე ჩემპიონობა“ – რა კადრებს აქვეყნებს ნინუცა ორჯონიკიძე