
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ქეთი წიქვაძემ პირადი ბედნიერება იპოვა და რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი გახდა.
ქეთისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკასთან რვა წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. წყვილი ოქტომბერში ვაჟს ელოდება.
ქეთი წიქვაძემ მედიასთან ინტერვიუში ახალი ოჯახის შესახებ ისაუბრა.
„მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცვნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა.
ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.
ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ.
ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით“, - ამბობს მსახიობი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღემდე მაქვს ეს კომპლექსი, განსაკუთრებით მამაკაცებთან ურთიერთობაში“ - რას ჰყვება მაია ასათიანი
⭕„ძალიან გამახარა ყოველმა თქვენმა მოლოცვამ და თბილმა სიტყვებმა“ - ზუკა ხუციშვილი
წყარო: primetime.ge