Digest Logo

🎥 „ბუბასთან დაშორების შემდეგ გავაცნობიერე, 25 წლის ასაკში ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით“ - ნანკა გვარი პირადსა და ოჯახურ რთულ მომენტებზე

1741789836
ნანკა გვარი ნანკა გვარი

მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

ცოტა ხნის წინ იგი საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე ალაპარაკდა, რომლის მოგვარებასაც აქტიურად ცდილობს. ამჯერად მსახიობი ერთ-ერთ პოდკასტს სტუმრობდა, რომლის ავტორი „იუთუბერი“ გიორგი კოკაია გახლავთ.

აღნიშნულ ეპიზოდში ნანკა გვარმა, ოჯახზე, პირად ურთიერთობასა და ცხოვრების მძიმე მომენტებზე ისაუბრა:

„ბუბას რომ დავშორდი, ამდენი ხანი არასდროს მქონია საკუთარ თავზე მუშაობის დრო და სურვილი, ბუბასთან დაშორების შემდეგ წამოვიდა. ორგანიზმმა და სხეულმა მთხოვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა დამეწყო. იმიტომ რომ გავაცნობიერე 25 წლის ასაკში ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი, თუნდაც ის რომ როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით. საკუთარ თავს არ ჩავძიებივარ. ადრე სიმარტოვის განცდას გავურბოდი, მაგრამ ახლა აღარ გავურბივარ. ახლა მაგისთვის არაფერს არ ვაკეთებ.

ნაადრევი ბავშვობიდან დაიწყო ჩემი ოჯახის წევრების გარდაცვალების ციკლი, რამაც გინდა არ გინდა ნაადრევ ასაკში შემაჯახა იმას, რომ შეიძლება მეც აღარ ვიყო მალე. ჩემი ასაკის ბავშვისთვის ასეთი ფიქრები უცხო იყო. ჩემი სახლიც დაცარიელდა, დავრჩით მე, დედაჩემი და მამაჩემი. ბავშვობაც ვეღარ ბავშვურობდა. დავისტრესე თავი და მართლა საკუბოვე ვიყავი 20 წლის ასაკში. წესი მაქვს, რომ სახლში ჯდომას არ შევყვე. ბოლოს ყველაზე მეტად შემაწუხა იმან, რომ ჩემი ცხოველები სახლში ისაქმებდნენ და მშობლებმა მითხრეს რომ სახლიდან გაყრიდნენ. ავდექი და დავიწყე სეირნობა. ჩემი პირველი სანაცნობო წრე „ვერის ბაღის“ გამსეირნებლები  იყვნენ. ამან შემოიტანა დისციპლინაც ჩემ ცხოვრებაში“, - ჰყვება ნანკა გვარი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოკრიბიდან რომ სამარშრუტო ტაქსები გადიან მათზე მეტს დავდივარ...“ - რას ჰყვება გიორგი გაბუნია

🎥 „ჩემი სული სპორტდარბაზში დარჩა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე?

🎥 იწვევს თუ არა ტატუ კიბოს? - კოტე თოდუას განმარტება