Digest Logo

🎥 „ჩემ სიკვდილსაც ვერ განვიცდი, აღარ და ვეღარ ვნერვიულობ...“ - რას ჰყვება გია ჯაჯანიძე ცხოვრებით ტკბობაზე

1768382771
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

იგი ამჯერად სტუმრად გადაცემაში „მადის აღმძვრელი პოდკასტი“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანი ჟურნალისტი, ხატია ქირიაა. მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო ცხოვრებისგან მიღებული ბედნიერება იყო. 

როგორც იგი ჰყვება, ყველაფერში ცდილობს პოზიტივი იპოვოს და არასოდეს მისტირის წარსულს.

„საოცარ რაღაცას გეტყვით, ჩემს გვერდით არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა, რომ ბედნიერი ვარ. ასეთი ადამიანები, არ არიან ბედნიერები და მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მე ვიყო ბედნიერი. მე კი მაქვს სახლი, პური, საჭმელი, სამსახური და რატომ უნდა ვიყო უბედური?

მე ვარ ბედნიერი და ვისაც უნდა ეს დაიჯეროს, ვისაც უნდა არ დაიჯეროს და თუნდაც რაში აინტერესებს იმ ვიღაცას მე ბედნიერი ვარ თუ არ ვარ.

ჩემ ცხოვრებაში არასოდეს არ მითქვამს ეს სიტყვები: ეჰ, ადრე რა ბედნიერი ვიყავი. 

ახლაც მაგალითად, როდესაც საცობში ვდგავარ და არ იძვრის, რა ვქნა ვასიგნალო რა შეიცვლება?

არ დავეძებ ვზივარ და რომ დაიძვრები ხომ წავა ის მანქანა, რა შეიცვლება რომ დავიძაბო და რაზე გავიხეთქო გული. თუ ასე ძალიან მეჩქარება გავსულიყავი 1 საათით ადრე, ამიტომ აღარ და ვეღარ ვნერვიულობ. 

არ განვიცდი ჩემს სიბერეს, ჭაღარას და ნაოჭს არ დავეძებ. არსებულ მდგომარეობაში განვიცდი ტკობობას. თუ რაღაც მაწუხებს ესეც კარგია, აბა მკვდარი რომ ვიყო ხომ არ შემაწუხებდა.

ჩემ სიკვდილსაც ვერ განვიცდი, რადგან იმდენი სიხარული მაქვს განცდილი, რომ არ დავეძებ“, - ჰყვება გია ჯაჯანიძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარული მარადიულია, ამიტომ ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს მივუძღვენი“ - სალომე ბაკურაძე სცენას დაუბრუნდა

🔵კახა კალაძემ სამტრედიაში უსახლკარო და სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა

🎥 „ყველაზე დიდ დროს სამზარეულოში ვატარებ“ - რატომ აირჩია გვანცა დარასელიამ მცხეთაში ცხოვრება და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში