მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი კადრები გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:
„ჩემი ბუნებრივი ტუჩის ფორმა, სანამ გავიკეთებ, იდოს სამახსოვროდ“, - წერს ალექსანდრა ვიდეოზე.
ვიდეომ გამომწერების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:
„ქალი ფეხი, ქალი ტანი“,
„ულამაზესი ხარ“,
„რა ქალი ხარ მოკლედ“, - წერენ კომენტარებში.
ალექსანდრა პაიჭაძე ქართული შოუბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და განხილვადი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში ადრეულ ასაკში დაიწყო და სწრაფად მიაღწია წარმატებას - მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფოტოსესიასა და მოდის კვირეულში.
სამოდელო სფეროს გარდა, ალექსანდრამ ძალები ტელევიზიაშიც სცადა, სადაც სხვადასხვა გასართობი გადაცემის წამყვანისა და სტუმრის ამპლუაში ხშირად გვევლინებოდა. ის აქტიურადაა ჩართული სოციალურ მედიაში და ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქართველ ინფლუენსერად, რომელიც ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობს.
მოდელი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ვიზუალითა და უნაკლო გემოვნებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშითა და თამამი, განხილვადი განცხადებებით იპყრობს. მას ორი შვილი ჰყავს და ხშირად უზიარებს გამომწერებს დედობისა და კარიერის შეთავსების საკუთარ გამოცდილებას.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: