Digest Logo

„ჩემი მეუღლე 20 წლის იყო, რომ გარდაიცვალა... ყოფილა დღეები სასაფლაოზე გამითენებია... ჩემი მშობლები სამსახურიდან წამოვიდნენ და შვილებს მიზრდიდნენ...“ - ლადო ბურდული

14/2/2023 • 12:08
ლადო ბურდული მეუღლეზე

ყოფილი ფეხბურთელი, დუშეთის „არაგვის“ მთავარი მწვრთნელი - ლადო ბურდული გადაცემა „სთორის“ სტუმარი გახლდათ მან ოჯახის ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლე 20 წლის უმშვენიერესი მეუღლე გარდაეცვალა. როგორც თავად ამბობს, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.

„ჩემი შვილები ლადოს მეძახიან, პრაქტიკულად მამაჩემმა ძმებივით გაგვზარდა. ჩემს მშობლებს 3 შვილი ჰყავთ. მე უფლება არ მქონდა შევჩერებულიყავი და მიმეტოვებინა კარიერა. ის ადამიანი ცოცხალი რომ ყოფილიყო უფრო დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი. იმ დროს მოხდა ეს ტრაგედია, როდესაც წარმატებას უნდა მიმეღწია. 20 წლის იყო რომ გარდაიცვალა... ყოფილა დღეები, რომლებიც სასაფლაოზე გამითენებია“, - ამბობს ბურდული.