Digest Logo

„ჩემი შიში იქიდან მოდიოდა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არასდროს ვიყავი“ - რას ჰყვება ლიზა ბაგრატიონი

1781285513
ლიზა ბაგრატიონი

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი კოტე მათითაშვილის საავტორო გადაცემა „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

მან ასევე გაიხსენა ბავშვობის წლები და მუსიკალური წარსული.

„მე პიანისტი ვიყავი, „ნიჭიერთა ათწლედი“ მაქვს დამთავრებული. მე-8 ან მე-9 კლასში, როდესაც სერიოზული შედეგის მიღწევა გინდა, პროგრამა საგრძნობლად იზრდება და ამას უდიდესი მუშაობა სჭირდება. ჩემი შიში იქიდან მოდიოდა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არასდროს ვიყავი, რაღაც ასაკამდე მხოლოდ ნიჭიერება გყოფნის, მაგრამ მერე შრომის გარეშე არაფერი გამოდის. სულ მეშინოდა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა, თითი არ დამემორჩილებოდა და შემეშლებოდა.

ათწლედის დასრულებისთანავე ჩავაბარე მეორე სპეციალობაზე, რომელიც ასევე ვიცოდი, ეს იყო ინგლისური ენა. შესაბამისად, სწავლა ინგლისურის მიმართულებით გავაგრძელე. 18 წლიდან ვმუშაობ და მას შემდეგ საკუთარი შემოსავალი მაქვს. 90-იან წლებში, როდესაც დედა და მამა უმუშევრები დარჩნენ, ოჯახში მე და ჩემი და ვმუშაობდით“, - ამბობს ლიზა ბაგრატიონი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, როდის დაიწყება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები

🎥 „უპირობოდ მჯერა მისი, ერთგულება ეს არის ყველაზე დიდი საყრდენი“ - ეკა კახიანი და მაია ჯაბუა 55-წლიან მეგობრობაზე

⭕„საოცრად გემოვნებიანია ეს ქალბატონი“ - რა კადრებს გვიზიარებს ნინო ნადირაძე