Digest Logo

„ჩემი ცოლის დაქალების“ დოჩი ალიშბაია 43 წლის გახდა – ნანუკა გულუას კარიერა, სიყვარული და მრავალშვილიანი ოჯახი

1793799684
ნანუკა გულუა

ტელეწამყვანმა და მსახიობმა ნანუკა გულუამ მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული დოჩი ალიშბაიას როლით დაიმსახურა. მისი პერსონაჟის, გამორჩეული იუმორი, ხასიათი და დასამახსოვრებელი ფრაზები მაყურებლისთვის დღემდე საყვარელია.

დღეს, 4 ნოემბერს კი ნანუკა გულუა იუბილარია - იგი 44 წლის გახდა.

ეკრანზე წარმატების შემდეგ ნანუკამ სატელევიზიო საქმიანობაც გააგრძელა. ის ტელეწამყვანის ამპლუაშიც გამოჩნდა და პარალელურად საკუთარი სამკერვალო ატელიეც აქვს. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ცდილობს, პროფესიული საქმიანობა ოჯახურ ცხოვრებას შეუთავსოს.

პირადი ცხოვრება და ოჯახი

ნანუკა გულუა 2021 წელს კახაბერ კაშიაზე დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი – ნინა, ირაკლი და კირა ჰყავს.

მსახიობი ხშირად საუბრობს მეუღლესა და შვილებზე და სოციალურ ქსელშიც არაერთ ოჯახურ ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნანუკამ სიყვარულის ისტორიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და კახას ურთიერთობა მეგობრობიდან მოულოდნელად ქორწინებაში გადაიზარდა. მისი თქმით, მეუღლე საოცნებო ადამიანია და განსაკუთრებით ბედნიერია, რომ შვილებს ისეთი მამა ჰყავთ, როგორზეც თავად ყოველთვის ოცნებობდა.

ნანუკა საკუთარ თავს ემოციურ და მზრუნველ დედას უწოდებს. როგორც ამბობს, შვილები მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია და მათ აღზრდაში ოჯახის წევრებიც აქტიურად არიან ჩართული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ის ქალი არანაირად არ იყო ევროპელი და ევროპელი იყო ჩვენი პრემიერი, გასაოცარი დიპლომატია აჩვენა მან!“ - ნინო ნადირაძე Euronews-ის ინტერვიუზე

⭕„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“ - სოცქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია

🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

✕