Digest Logo

„ჩვენ გვგონია, რომ სარეცხის მანქანაში ტანსაცმელს ვასუფთავებთ, რეალურად კი...“ - როგორ შევარჩიოთ სარეცხი საშუალება სწორად?

1772116525
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სარეცხი საშუალების შესახებ წერს და გვიზიარებს რჩევებს როგორ შევარჩიოთ სწორად სარეცხი საშუალებები: 

„ეშმაკი დეტალებშია...

ჩვენ ხომ რაღაცნაირად გვგონია, რომ სარეცხის მანქანაში ტანსაცმელს ვასუფთავებთ. ნუ აბა, სუნი კაი აქვს, ლაქები აღარ ეტყობა, ხო რა, სუფთაა.

მაგრამ ეს არის ერთი დიდი ილუზია. რეალურად, ჩვენს საყვარელ მაისურებსა და ჯინსებს თუ ა.შ. პატარა ქიმიურ ლაბორატორიებად ვაქცევთ და მერე ამ ყველაფერს პირდაპირ კანზე ვიცვამთ.

აი ზუსტად აქ ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას - სულ გვავიწყდება, რომ კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა და ის სუნთქავს.

როცა ამ ქიმიკატებით გაჟღენთილ ტანსაცმელს ვიცვამთ, ფორებიდან ეს შხამები პირდაპირ ჩვენს სხეულში იწოვება. საჭმელი რომ შეჭამო, შენ შეიძლება კუჭში ატომური ბომბი გქონდეს, ყველაფერს უცებ ინელებდე და ღვიძლმა ეგ ტოქსინები გაფილტროს, მაგრამ კანს ეგ დაცვის მექანიზმი არ აქვს. ეს „კეთილი" ქიმიკატები ტანსაცმლიდან პირდაპირ უვლიან გვერდს ღვიძლის ფილტრს და შეუფერხებლად ურტყამენ ენდოკრინულ სისტემას და სისხლის მიმოქცევას.

ნუ ყველასთვის გასაგებია, რომ ინდუსტრიის დიდ ნაწილს სულ ფეხებზე კიდია ადამიანის ჯანმრთელობა. მაგათი მთავარი მამოძრავებელი ძალა სიხარბე და ის მომენტალური „ეფექტია", მომხმარებელს თვალები რომ გაუფართოოს. ხოლო ის, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს ადამიანებზე გრძელვადიან პერსპექტივაში, ეგ უკვე არავის ადარდებს. მაგრამ ჩვენ მათი მსხვერპლი ვიქნებით თუ არა, ეს ჩვენი არჩევანია.
ნუ უმეტესობა სარეცხი საშუალებები ნაგავია.
მაგრამ...

„მწვანე ტყუილი", იგივე Greenwashing - სადაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. წარწერა "ბიო-დეგრადირებადი" ან "ეკო" რომ აწერია რაღაცას, გვიხარია ხოლმე, მაგრამ ეგ ხშირად მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს ნივთიერება ბუნებაში, ნიადაგსა თუ წყალში, სადღაც 28 დღეში იშლება.

კი ბატონო, ბაყაყებისთვის და ხეებისთვის შეიძლება ეგ მისაღებია, მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შენი კანისთვის და ენდოკრინული სისტემისთვის უსაფრთხოა, სანამ ტანსაცმელზე გაცვია. ბევრი ბრენდი იყენებს მცენარეულ, მაგრამ მაინც ძალიან აგრესიულ ქიმიკატებს.

სარეცხი საშუალება უნდა იყოს არა უბრალოდ ბიო-დეგრადირებადი, არამედ ბიო-თავსებადი. შენმა უჯრედებმა ის რაღაც უცხო ტოქსინად და მტრად არ უნდა აღიქვან.

არსებობს რამდენიმე ბრენდი და ხაზი, რომლებიც მართლა სუფთაა და რომლებსაც შეგიძლია დახუჭული თვალებით

ენდოთ. ესენია:

Dr. Bronner’s (მისი Sal Suds ან Pure-Castile Liquid Soap)
Sonett და Sodasan
Molly’s Suds
და ა.შ. თავად მოიძიეთ.

ამათში რა არის იცით მთავარი? შემადგენლობაში აქვთ მხოლოდ სოდა, მაგნიუმის სულფატი, ზღვის მარილი და მსგავსი მარტივი რაღაცები - ქიმიური ტოქსინების გარეშე.

ცოტა შხამი იქ, ცოტა შხამი აქ, და ბოლოს...“, - წერს ვატო მსხილაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რელიგიურმა ადამიანებმა მაცხოვარი გააკრეს ჯვარს“ – რას ამბობს მამა შალვა კეკელია

⭕დეკანოზი შალვა კეკელია: „ღმერთი არის ყველგან და ყველაფერში“ - როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები ქრისტემდე?

⭕„დღეს თქვენ შეძლებთ ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას“ - 26 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი