საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.
წყვილმა „დისნეილენდი“ მოინახულა. ნიცა თავაძე კი ფოტოებს ურთავს წარწერას, რომლითაც ქალებს რვა მარტს ულოცავს:
„გილოცავთ ქალთა დღეს
ჩვენ ძლიერები ვართ;
ჩვენ ძლევამოსილები ვართ:
ჩვენ შეუჩერებლები ვართ“, - წერს ნიცა თავაძე.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე გასული წლის 21 აგვისტოს გახდნენ მშობლები.
წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა კვარაცხელია „რუბინში“ თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული კი ქორწინებით დაგვირგვინდა.
2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა.



View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რეალურად ისინი მართავენ ჩემს მთელ ცხოვრებას...გილოცავთ ქალთა დღეს“ - არუნ ხათრი
⭕„ასე გაგრძელება შეუძლებელია“ - ინგლისური პრესა გიორგი მამარდაშვილზე წერს