
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, შვილებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
ამჯერად, მომღერალ ნატო გელაშვილის შვილიშვილი, პატარა ნინა გაქრისტიანდა. კადრებს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
ნატო გელაშვილის რძალი, ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენი გოგო გაქრისტიანდა! ჭეშმარიტად ევლოს სიკეთის, სიყვარულის და სინათლით სავსე გზებზე!!! დიდება და მადლობა უფალს....“, - წერს ანეტა ნიკურაძე.
ცნობისთვის, გიორგისა და ანეტას 2 შვილი ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: