ლუკა კურტანიძის სახელთან უამრავი საამაყო გამარჯვება ასოცირდება.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ის დიდი სიყვარულით სავსე, მაგრამ ასევე უდიდესი ტკივილის მომტანი აღმოჩნდა, რის მიზეზებზეც „თბილისელებთან“ საუბრობს.
როგორც თავად ამბობს, მის პირად ტრაგედიაში ბევრი ადამიანის ხელი ურევია.
„ძალიან ბევრი ადამიანის ხელი ურევია ჩემს პირად ტრაგედიაში. ამას წინათ მივწერე ხათოს ამერიკაში, რომ სანამ ის ცოცხალია, მე ვერავინ წამაქცევს.
ის ჩემი ძალიან დიდი იმედია. მხოლოდ ის მინდა, რომ ჯანმრთელი და ძლიერი იყოს. დანარჩენს, ყველას, ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემა. მე მას ძალიან დიდი ტვირთი დავადე – ჩემი სიყვარული. ჩემს ყველა შვილს აქვს სახლ-კარი, ყველას ყურადღებას ვაქცევ, ისე არავინ დამიტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მე ამას სხვანაირად ვუყურებ, მესმის, რომ მშობლის გაყოფა არ შეუძლიათ. შეიძლება, ხათოზე სხვამ იფიქროს, რა უჭირს, ამერიკაშიაო, რადგან გაღიმებულს ხედავენ, მაგრამ მე მის თითოეულ გამოხედვას ვიცნობ და ვიცი, ამ ღიმილის უკან რამდენი ცრემლია.
ის ჩემი გულისა და სულის ნახევარია. ჩვენ შორის ღმერთია მოკავშირე. მხოლოდ ერთი რამ მინდა – თავს გაუფრთხილდეს, მინდა ბევრი წელი ვხედავდე მის ბედნიერ სახეს“,- ამბობს ლუკა კურტანიძე.
წლების წინ, ბავშვი დაკარგეთ. თუ არ ვცდები, ეს ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იყო. ალბათ, ამანაც იქონია გავლენა...
– ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. ხათო ორი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ეს დაპირისპირება მოხდა. არსად წასულა, პირიქით, ის უფრო წინა პლანზე იდგა, ვიდრე მე და ამხელა ემოცია და ტრავმა მიიღო. ეს აისახა მასზე და ჩვენი შვილის დაკარგვა იმ ადამიანების კისერზეა, ვინც ეს დაუშვა. ის ადამიანები არ არიან იერარქიულად დაბალ საფეხურზე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ბრძოლის დროს მე ძალიან დიდი იმედი ვიყავი. მათი შეცდომების გამო, არანორმალურად შეყვარებულმა ქალმა დაკარგა იმ ადამიანის შვილი, რომელთანაც ამხელა სიყვარული ჰქონდა და ეს აისახა ჩვენზე.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე
მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე