ახლგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა, პირადი ცხოვრებით და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.
ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ.
ამჯერად, მან გამომწერების მორიგ შეკითხვას უპასუხა, სადაც საუბრობს, რომ დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ, კოდუას დედამ ისინი სახლიდან გამოყარა:
„ჩემი სახლი, სადაც ორივე ბავშვით ვიცხოვრებ. ქალს სტაბილურ გარემოზე მეტად არაფერი სჭირდება და ამშვიდებს.
სამწუხაროდ დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემ შვილს წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად!“, - წერს იგი.
ცნობისთვის, დავით კოდუას და ალექსანდრა პაიჭაძეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ვიკი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იდეალური ქალის საიდუმლო: 6 მიზეზი, თუ რატომ ყვავის ის, როცა მამაკაცი მასზე ზრუნავს