Digest Logo

დედის დღესთან დაკავშირებით ეკა კახიანმა და ნინი ბადურაშვილმა ბოტანიკურ ბაღში ხე დარგეს – დედა-შვილის ფოტოსესია

1772555090
ეკა კახიანმა და ნინი ბადურაშვილმა ბოტანიკურ ბაღში ხე დარგეს

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ტრადიციულად ახორციელებს კამპანიას „მოდი ბაღში დედასთან ერთად”, რომელიც წლების განმავლობაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს.

წელს კი უმასპინძლეს ყველასათვის საყვარელ დედა-შვილს - ეკა კახიანს და ნინი ბადურაშვილს.

„ჩვენმა სტუმრებმა დაათვალიერეს ბაღის ღირსშესანიშნაობები, უნიკალური მცენარეები და დარგეს ხე, რომელიც აუცილებლად ბედნიერების მომტანი გახდება.  

როგორც წინა პოსტში აღვნიშნეთ, დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, ვიზიტორთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს და ხვალ ბაღი დაკეტილია, რის გამოც დედის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული გამოფენა ვერ გაიმართება.

მიუხედავად ამისა, ამჯერად მხოლოდ სოციალურ ქსელში გიზიარებთ კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ულამაზეს და თბილ ფოტოებს.  

გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ სითბოთი, ზრუნვითა და მადლიერებით სავსე დღეებს.
ფოტოს ავტორი: ცოტნე წერეთელი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.

ის სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ მიულოცა სალომე ბაკურაძეს შვილმა დედის დღე - რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

„შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული, შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა და იმედი ცხოვრობს“ - სოფო ბედია დედაზე

🎥 „გილოცავთ დედის დღეს“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს