დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები პარიზში გამართულ განსაკუთრებულ საღამოს დაესწრნენ. ცნობილი წყვილი ვაჟის, რომეო ბეკჰემის მხარდასაჭერად ფილმის Forty Love მსოფლიო პრემიერაზე მივიდა, რომელიც 17 ნოემბერს კინოთეატრ Le Grand Rex-ში გაიმართა.
24 წლის რომეოსთვის ფილმი სამსახიობო დებიუტია. პრემიერაზე მას მშობლებთან ერთად შეყვარებული, კიმ ტერნბულიც ახლდა.
ვიქტორია ბეკჰემმა ამჯერად შავი, ელეგანტური კოსტიუმი და წაწვეტებული ფეხსაცმელი შეარჩია, დევიდ ბეკჰემი კი კლასიკურ მუქ კოსტიუმში გამოჩნდა. მის ჩაცმულობაში განსაკუთრებულ აქცენტს წითელი შარფი ქმნიდა.
რომეომ შავი, ორბორტიანი კოსტიუმი მოირგო, კიმ ტერნბული კი წითელ-ბორდოსფერ ატლასის კაბაში გამოჩნდა.
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ვიქტორიასა და რომეოს ჩახუტება იყო. მშობლებმა ვაჟს მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯი საჯაროდ მიულოცეს.
ფილმი Forty Love, რომლის რეჟისორიც პიერ-ანჟ კარლოტია, ჩოგბურთის სამყაროში განვითარებულ რომანტიკულ ისტორიას მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ჩოგბურთელის ცხოვრებაში ახალი მეტოქის გამოჩენა მოვლენებს მოულოდნელი მიმართულებით ცვლის.
ფილმის პრემიერა საფრანგეთში 25 ნოემბერს იგეგმება.




⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი შესაძლებლობებისა და ფინანსური სიუხვის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 18 ნოემბრის ენერგიებზე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: people.com