Digest Logo

„დიეტობანამ მომკლა და დამტანჯა მთელი ცხოვრება“ – ლიზა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ

1781288655
ლიზა ბაგრატიონი

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი კოტე მათითაშვილის საავტორო გადაცემა „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

მან გაიხსენა, სკოლის პერიოდი, როდესაც სიყვარული აუხსნეს და ასევე განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება წონას ებრძოდა. 

„დიეტობანამ მომკლა, გამთანგა და დამტანჯა მთელი ჩემი ცხოვრება, გავჩნდი 5 კილო და მას მერე ვარ წონის კლების ამბავში.  სულ ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო ეკრანი და სცენა, ალბათ ასე არ დავიტანჯავდი თავს. არ მომწონდა, როდესაც ჩემ თავს ვუყურებდი სცენაზე და ფოტოებში, ეს იყო რაც სულ მაჭიდავებდა წონასთან.

სკოლაშიც ვიყავი ყველაზე დიდი, თუმცა არასდროს არავის ამის გამო არ დავუბულინგებივარ. რომ გითხრათ, რომ წონამ ხელი შემიშალა რამეში არა, თაყვანისმცემლებიც მყავდა, ცეკვითაც ვცეკვავდი. 

პირველად სიყვარული 13 წლის ასაკში ამიხსნეს და იმ ბიჭს ძალიან მაგრად ვურტყი“, - ამბობს ლიზა ბაგრატიონი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი შიში იქიდან მოდიოდა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არასდროს ვიყავი“ - რას ჰყვება ლიზა ბაგრატიონი

🎥 „უპირობოდ მჯერა მისი, ერთგულება ეს არის ყველაზე დიდი საყრდენი“ - ეკა კახიანი და მაია ჯაბუა 55-წლიან მეგობრობაზე

⭕„საოცრად გემოვნებიანია ეს ქალბატონი“ - რა კადრებს გვიზიარებს ნინო ნადირაძე