Digest Logo

🎥 „ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე... შრომის ფასი მასწავლა, მაგარი გოგოა“ - თიკა ფაცაცია დედაზე

1786820748
თიკა ფაცაცია დედაზე

ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. მისი პოზიტიური აურა, დახვეწილი სტილი და უშუალობა მკითხველისთვის მუდმივად საინტერესოა.

თიკა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს გამომწერებს კადრებს როგორც პროფესიული, ისე ყოველდღიური ცხოვრებიდან.

თიკასთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი დედაა, რომელსაც იგი განსაკუთრებული სითბოთი ახასიათებს.

„ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე. ის არის ყველაფრის ამოსავალი, ყველაფრის დასაწყისი და ძალიან სახასიათო პერსონაა. მაგარი გოგოა.

იმ დღეს დამირეკა: „ეს ქუდი, რომელიც გახურავს, ერთი სანტიმეტრით ქვემოთ უნდა დაწიო შუბლზეო“ - მითხრა. თან დაამატა: „ჩამიგდე ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან და მე გეტყვი, რომელი ჯობიაო“.

მან საკუთარი სურვილები თუ საჭიროებები გადადო და ჩათვალა, რომ შვილების განვითარება არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს. შრომის ფასი მასწავლა, როგორც საკუთარი შრომის მნიშვნელობა, ისე სხვისი შრომის დაფასებაც. ასევე, ოქროს შუალედი, რომელიც მისთვის ყველაფრის განმსაზღვრელია, ქმედებაში, ურთიერთობებსა თუ სხვა სფეროებში.

საკმაოდ კრიტიკული ადამიანია. ხანდახან ვეუბნები ხოლმე: „ჯერ რაღაც კარგი მითხარი და ხარვეზები მერე აღნიშნე, რა მოხდა?“ ის კი სულ ასე იწყებს, უნდა რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს ყველაფერი, რასაც ვეხები," - ამბობს თიკა ფაცაცია „რუსთავი 2-თან".

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რამდენ ხანს შეიძლება ბავშვი იყოს ზღვის წყალში და როდის უნდა ამოვიყვანოთ წყლიდან - რჩევები მშობლებს!

⭕რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთან ახლოს და რატომ?

⭕ ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს!