მსახიობ ანა ჯავახიშვილს საზოგადოება სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ კარგად იცნობს. რამდენიმე დღის წინ მან ოჯახი შექმნა და „ინსტაგრამზე“ გამომწერებს ქორწილიდან თეთრი კაბაც აჩვენა.
ნაპოვნ სიყვარულსა და ქორწინებაზე ანა ჯავახიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.
დავიწყეთ, თავიდანვე მქონდა შეგრძნება, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა, მე ძალიან მარტივად მივიღებდი და ასეც მოხდა. ყველაფერი მალე, ყოველგვარი სირთულის გარეშე დავგეგმეთ, თუმცა ძალიან მალეც არა, ერთ წელიწადში. ადამიანები სამი-ხუთი წელი ერთად არიან და მერე დგამენ ამ ნაბიჯს და შეიძლება, ამასთან შედარებით მალეა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ორივემ მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება.
კითხვაზე, როგორია გათხოვილი გოგოს სტატუსი, ანა შემდეგნაირად პასუხობს :
მეც მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ თურმე, არა, ყველაფერი იმავენაირადაა. უბრალოდ, ჩვენც და გარშემო ყველას უხარია, გვილოცავენ და დადებითი ენერგიით ვიმუხტებით. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ოჯახური ცხოვრება განსხვავდება მანამდელი ცხოვრებისგან“.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 დავით კოდუას და ალექსანდრა პაიჭაძის ცეკვა ნანუკა გულუას ქორწილში