მსახიობი მაკა ძაგანია „კოტcast“-ის სტუმარი იყო, სადაც პანიკურ შეტევებსა და შფოთვით აშლილობაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნავს, სამსახურში დატვირთული გრაფიკისა და პირადი ტრაგედიის ფონზე შფოთვასა და ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება მოუწია.
„როცა ბაბუა გარდამეცვალა მქონდა ძალიან მძიმე პერიოდი, იქამდე ვერასოდეს ვხვდები, რა იყო პანიკური შეტევები და შფოთვითი აშლილობა.
სამსახურშიც ბევრი საქმე მქონდა, გაყიდული სპექტაკლები იყო, პანაშვიდიდან მივდიოდი ვთამაშობდი და ვბრუნდები, ერთ ასეთ დღეს წავიქეცი, წნევამ ამიწია, ვიტირე-ვიღნავე და მიხვდი, რომ აი თურმე ეს არის. საკმაოდ დიდხანს ვიბრძოლე, ვიღებდი მხოლოდ ბალახეული დამამშვიდებელს.
მის მერე ვიბრძვი, ხან ის არის გამარჯვებული ხან მე, ეტყობა ერთხელ რომ შემოგიჩნდება, შემდეგ რთულია ამის კონტროლი.
წნევის შიში მაქვს, მეშინია წნევამ არ აიწიოს და გაჟონვა არ დამემართოს, თუმცა რატომ დამემართა ეს და ამ დონეზე რატომ მივედი, არ ვიცი“, - ამბობს მაკა ძაგანია.
მან ასევე ისაუბრა პანიკური შეტევის გამკლავების გზებზე:
„ვაზში როცა ჩავდივარ საოცრებაა, ყველაფერი რომ გტკივა, დაჭიმული ხარ და ამ დროს ვგრძნობ ნელ-ნელა, როგორ ვმშვიდდები, ვსუფთავდები, მამშვიდებს და მაწყნარებს იქ ყოფნა“, - ამბობს მსახიობი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ ლუდის“ - რას ამბობს მაკა ძაგანია წონის ცვლილებაზე?
⭕ წონის დასაკლებად სასარგებლო 10 პროდუქტი - რა უნდა შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში?