Digest Logo

„ძალიან ვინერვიულე ამ ინციდენტზე... ამდენი ბოდიში ჩემ ცხოვრებაში არავისთვის არ მომიხდია“ - რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე

1782416011
ნანიკო და ჯაჯო

საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს ამბავი იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“. არხიდან წასვლის შესახებ ხაზარაძემ 24 მაისს თავად გაავრცელა ვიდეომიმართვა. 

აღნიშნულ საკითხის შესახებ ნანიკომ  „ჩვენ“ - ქეთო ანთიძის პოდკასტში ისაუბრა. მისი თქმით, მას გია ჯაჯანიძესთან კარგი ურთიერთობა აქვს. 

„ეს იყო ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც დამემართა ჯაჯოსთან. ჯაჯოს და ჩემი ურთიერთობა იყო ყოველთვის ასეთი, ანუ სულ ვიცინი მასზე, ვიცინი და არა დავცინი.

თუმცა, ძალიან ვინერვიულე ამ ინციდენტზე ნამდვილად გადავამეტე და იმდენი ბოდიში ჩემ ცხოვრებაში არავისთვის არ მომიხდია. დიდად ეს ყველაფერი ჩემი და ჯაჯოს ურთიერთობაზე არ ასახულა, ისევ გვაქვს კონტაქტი“, - ამბობს ნანიკო. 

როგორც მან აღნიშნა, მის ტელევიზიიდან წამოსვლას ამ ინციდენტთან არაფერი კავშირი არ აქვს. 

ცნობისთვის, რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს, ტელეწამყვანის ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში, მსოფლიო ვარსკვლავ ორნელა მუტის სტუმრობისას მომხდარი ინციდენტი სახელდება. აღნიშნულ გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც იტალიელი მსახიობის სახელი შეეშალა, შეცდომა იქვე შეუსწორა და თავზე მსუბუქად წამოარტყა ხელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე“ – რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე ბოლო ეთერზე, რომელიც ვერ შედგა

⭕რა შემთხვევაში იქცევა პურის ნაჭერი ღამის კოშმარად და რატომ არ უნდა დაჭრათ ახალგამომცხვარი პური დაბინდების შემდეგ

🎥 რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას?