Digest Logo

ძმის ტრაგიკული გარდაცვალება, სკანდალური რომანები და უბერებელი სილამაზე: ია ფარულავას პირადი ამბები, მსახიობი 58 წლის გახდა

1738835450
ია ფარულავა

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 5 თებერვალს იუბილარი იყო. იგი 58 წლის გახდა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს 

 

ია ფარულავას ბავშვობა და ოჯახი 

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა. 

მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.

ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. 

ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო:

„დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა“.

ძმის ტრაგიკული გარდაცვალება 

ია ფარულავა ძმასთან ერთად გატარებულ ბავშვობას ყოველთვის დადებითად იხსენებდა, თუმცა მისი ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს. მან საკუთარ გადაცემაში ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ძმა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ემსხვერპლა: "2011 წლის ახალი წლის ღამეს ჩემი ღვიძლმა ძმამ ნარკოტიკი მიიღო და გარდაიცვალა. გარშემო არავინ იყო, რომ დახმარებოდა. უფრო სწორედ, იყო, მაგრამ ეგონათ, რომ ეძინა, გამოუცდელი ბავშვები იყვნენ", - გაიხსენა იამ. "შავი ფერი ჩაცმულობაში მსოფლიო დიზაინერების მიერ ფერთა მეფედ არის აღიარებული, მაგრამ ცხოვრებაში ეს ფერი მაშინ დგება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება. რაც შეეხება ჩემი ძმის დაღუპვას, მაშინდელ ჩემს მდგომარეობას ვერანაირ ფერს ვერ ვუსადაგებ“, - ამბობდა მსახიობი.

თეატრალური უნივერსიტეტი 

ია ფარულავა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდს „ყვითელ“ ფერს ადარებს - სიცხადე, ოპტიმიზმი, ორიგინალობა - ასეთი იყო ეს პერიოდი მსახიობისთვის. 

„როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და სამსახიობო ოსტატობაში 5-იანი მივიღე, ბატონი მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვაბარებდი, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში დაბალი შეფასება მქონდა და არ მიღებდნენ. ამის გამო ბატონმა მიშამ იბრძოლა, რადგანაც მსახიობის ოსტატობაში 5-იანი მქონდა მიღებული. მოკლედ, ეს პერიოდი იყო ოპტიმიზმით სავსე ყვითელი ფერი, პირველი კურსის 1-ელი სემესტრი, რომელიც დამთავრდა ოთხ თვეში, ანუ იანვარში, როცა პირველად გავთხოვდი... მერე ცხოვრება რაღაც საშინელი რუხი გახდა იმიტომ, რომ გაჩნდა პრობლემები, იყო მთელი დავიდარაბა, მეუბნებოდნენ მიმეტოვებინა თეატრალური ინსტიტუტი. ამბობდნენ, ჩვენს რძალს სამედიცინოზე ჩავაბარებინოთო. ცუდი და ჩამკვდარი ეტაპი დამეწყო, რაც 5 წელი გაგრძელდა...“,- იხსენებდა ია ფარულავა.

ია ფარულავას ამერიკული ცხოვრება

„1993 წელს ლოს-ანჯელესში ჩემი პედაგოგი გიორგი ჟდანოვი გავიცანი. ის იყო სიმშვიდის მომტანი ხანა, ამასთანავე, მამობრივი მზრუნველობით სავსე. იმ პერიოდმა იმედი ჩამისახა, გამაწონასწორა, სიახლე შემძინა. ეს შემოქმედებითი ზრდის ეტაპი 1998 წლამდე გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც დიდ სირთულეებს ვაწყდებოდი. მარტოხელა გოგოსთვის არ იყო ადვილი ამერიკაში ცხოვრება, როგორც ფინანსურად, ისე სოციალურად...“, - ამბობდა მსახიობი.

მან ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა რომანი მიხეილ სააკაშვილთან.

„არსად არ მაქვს ეს ნათქვამი... მიშამ ჩამომიყვანა საქართველოში ძალით, მაგრამ როგორც ყველა თავის ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც“, - განაცხადა მან.

90-იან წლებში ია ფარულავა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. თავდაპირველად სიეტლში ცხოვრობდა, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გადავიდა. ამ პერიოდში იგი რუსული წარმოშობის ცნობილ თეატრალურ პედაგოგთან, გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს. ამერიკაში ყოფნისას ია ფარულავა მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლებსა და დაბალბიუჯეტიან ფილმებში. ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა, გაეღრმავებინა თავისი პროფესიული უნარები და დაემყარებინა კავშირები საერთაშორისო კინოინდუსტრიაში. განაგრძეთ კითხვა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ანა ბანა...“ - ანა სულაბერიძის არაჩვეულებრივი შესრულება

⭕„თითქმის დაგვაშანტაჟეს! დარჩენა არ სურდა“ - „ნაპოლის“ დირექტორმა კვარაზე დეტალურად ისაუბრა

🎥 „კაცი ყოველთვის უნდა იყოს ინიციატორი, რა ვქნა ძველმოდური ქალი ვარ...“ - სად იწყება ქალის და კაცის ურთიერთობა, სოციალური ქსელი, როგორც გაცნობის მთავარი შესაძლებლობა

წყარო: marao.ge