გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა ერთმანეთს ბედი ხუთი წლის წინ დაუკავშირეს და დაოჯახდნენ. დღეს საოცარი შვილის, გალას მშობლები არიან და მოსიყვარულე, თბილი და იდილიური ოჯახი აქვთ. წყვილმა თავისი შეუღლების ხუთი წლისთავი თბილ ქვეყანაში აღნიშნა.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან, სადაც გიორგი გასვიანი ოჯახის შესახებ საუბრობ.
რამდენი წელია, რაც შენ და მარიტა ერთად ხართ და რა შეცვალა ამ ადამიანის შენს ცხოვრებაში შემოსვლამ?
– უკვე ხუთი წელია, მე და მარიტა ცოლ-ქმარი ვართ და ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. 23 იანვარს გვქონდა ხუთი წლის იუბილე, 27 იანვარს გავფრინდით დოჰაში, კატარის სახელმწიფოში და სასწაული ოთხდღიანი მოგზაურობა გვქონდა. დოჰაში გაფრენა თეატრის მსახიობ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი პირობები იყო საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ზამთარში გვინდოდა თბილ ქვეყანაში წასვლა, თან ჩემი და მარიტას შეუღლების თარიღიც დაემთხვა და მართლა შეუდარებელი დრო გავატარეთ. ზოგადად, ჩემი აზრით, აუცილებელია, წყვილი ხშირად განმარტოვდეს და ერთად გაატაროს დრო. მე და მარიტას პერიოდულად გვაქვს ასეთი გასვლები – მარტოც და მეგობრებთან ერთადაც. ზოგადად, მე და მარიტამ ერთად ბევრი რამ გადავიარეთ – გამოწვევები, ბულინგი, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე არანაირად არ უმოქმედია. გვყავს არაჩვეულებრივი შვილი – გალა, რომელიც ოთხი წლისაა და რომელმაც ჩვენი ცხოვრება, კიდევ უფრო გაალამაზა.
მოკლედ, ხუთი წელი გავიდა ჩვენი შეუღლებიდან, გვყავს გალა და მომავალში იმედია, კიდევ გვეყოლება შვილები. ჩვენი ქორწინება ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა. ასე რომ, მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში მარიტა გამოჩნდა და გალა გაჩნდა, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს...“ - რა დააკარგვინა ნინი ბადურაშვილს ცნობადობამ?