
ყოფილი ტელეწამყვანი და ინფლუენსერი გვანცა დარასელია, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს, სადაც მეუღლესთან, ვახო მჭედლიძესთან ერთად პოზირებს.
მიუხედავად იმისა, რომ გვანცა აქტიურია სოციალურ ქსელებში, მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს იშვიათად აქვეყნებს, ეს ფოტოც სწორედ იშვიათი გამონაკლისია.
„ერთად შემოგვეპარა ჭაღარა“, - წერს გვანცა დარასელია.
ცნობისთვის, წყვილს ორი შვილი ჰყავს, ერეკლე და ლილე.
გვანცა შვილებთან და მეუღლესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასვენებისთვის დრო ყოველთვის რჩება. გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა მან 2022 წელს მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩემო ძვირფასებო!
მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე.
მე არ წავსულვარ პროფესიიდან - მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.
მალე, აუცილებლად დავბრუნდები“, - ამბობდა გვანცა და დანაპირები მართლაც შეასრულა - მის ცხოვრებაში ახლა არაერთი სიახლეა.
ამჯერად იგი, „ქალების რადიოს“ - თანამშრომელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!“ - ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს