Digest Logo

🎥 „ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას…“ – სალომე ბაკურაძის ემოციური ინტერვიუ

1770235278
სალომე ბაკურაძე

მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.

სალომე ბაკურაძეს ტელეწამყვანის ამპლუაში მაყურებელი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს. 

ამჯერად „რუსთავი 2“ მომღერლის ემოციური ინტერვიუდან ამონარდს ავრცელებს, რომელსაც მაყურებელი 5 თებერვალს ნახავს „შუა დღის“ ეთერში.

„ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, რადგან ყველა ჯერზე ამის გახსენება არის... არც მივიღებდი ალბათ დიდხანს ამ ყველაფერსაც...

იქვე ახლოს მყოფი ადამიანები ისე აკეთებდნენ ყველაფერს ვერც ვერაფერს გვეუბნებოდნენ, თუმცა ცდილობდნენ არ ვყოფილიყავით ილუზიებში“, - ამბობს სალომე ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ  სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება...“- ეზოტერიკოსი თებერვალში თმის შეჭრის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

🎥 საშიშია თუ არა ჩინური ტანსაცმელი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

⭕ვის გადაეცემა 10 000-ლარიანი ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - თბილისის მერიის სოციალური პროგრამის დეტალები